ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

120 წუთიანი ბრძოლის შემდეგ , ბიანკონერიმ იტალიის თასის 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა . ტურინელებმა , დამატებით დროში შესძლეს ” ბოლონიას ” დამარცხება . მატჩის შემდგომ , ანტონიომ კონტემ მცირე შეფასება მისცა ამ დაპირისპირებას : ” ნამდვილად არ მესიამოვნა ის ფაქტი , რომ 95 წუთზე გავუშვით გოლი , ამის გამო ჩვენ დამატებითი ძალების გაღება მოგვიწია გამარჯვების მისაღწევად . მინდა მადლობა გადავუხადო მეტოქეს მშვენიერი ასპარეზობისთვის და განსაკუთრებით მეკარეს , რომელმაც არაჩვეულებრივი სეივები განახორციელა . საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ , რადგან დიდ იმედებს ვამყარებ ამ ტურნირზე . სასიამოვნოა ასევე იმ ფეხბურთელების ხილვა მოედანზე , რომლებსაც ძირითად მატჩებში არ ეძლევათ დიდი სათამაშო დრო . მათ დღეს საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები . ჯიაკერინი ? ნათელი მაგალითი , თუ როგორ შეუძლია მუხლჩაუხრელ შრომას , მოგახვედროს ” იუვენტუსში ” , პროვინციიდან . დღეს , მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა , რომ იმსახურებს ჩვენს კლუბში ასპარეზობას “ .

წყარო : Juventus.com

12 thoughts on “ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. d a v i d
    ხო რავიცი, მატრი და უჩინიჩი ფეხბურთელი არ ყოფილა :lool:
    ხავი-ინიესტას და პირლო-მარკიზიოს შორის იმხელა სხვაობა ყოფილა, სისულელე ყოფილა მაგენის შედარება :blin:
    მარკიზიომ თუ ასე გააგრძელა ინიესტაზე ნაკლები არ იქნება მეტი თუ არა
    :italy:

  2. მეც ძალიან მომეწონა ჯაკერინი (მანამდე მაღიზიანებდა ძაღლივით დარბოდა:) ) და კიდევ მომეწონა ესტიგარიბია ეტყობოდა რომ კაი ფეხბურთელია და ეგ მალე ძირითადის კაცი გახდება აი ნახავთ… კრასიჩში სანამ 10 მილიონამდე ვინმე გოიმი გადაიხდის უნდა გავყიდოთ სასწრაფოდ… ადრეც დამიწერია და ვიმეორებ, შარშან კრასიჩმა დასაწყისში იმიტომ გაქაჩა, რომ რუსეთის გახურებული ჩემპიონატიდან გადმოვიდა აკრეფილი ფორმა ქონდა რაც ააქვს მაქსიმუმი, და იტალიელები კიდე ჯერ კიდევ შედიოდნენ ფორმაში!!! ერთადერთი სწრაფად დარბის მეტი მართლა არაფერი აქვს… ტონი უნდა შემოეყვანა ძაან მინდოდა მაგრამ არაუშავს შემდეგში დაგვჭირდება კაი კაცია… ეს ბოლონია რა გახდა წელს მეორედ გვეთამაშა ძირითადი შედეგი ფრე ტურინში… :juvee:

    1. წელს მართლაც კარგი გარემარბები გვყავს, ელიას და ესტეგარიბიას სახით. კრასიცი კი ამ ზამთარს წავა ჩემი აზრით…..

  3. ხო ტონი მეც მაგრად მინდოდა,მარა იცის ამ კაცმა ვინ უნდა შეუშვას მედანზე
    იუვეს მაისური კი დაიმსახურა მარა ძირითადი არ დაუმსახურებია ჯერ?
    :italy:

  4. აუ, არადა მაგრად მინდოდა რომ ლუკა ტონის ეთამაშა… ფაქტიურად გადაწყვეტილიც ქონდა და ახურებდა, მაგრამ მერე მარკიზიო გადაწყვიტა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.