ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” “სკუდეტოზე” ლაპარაკი სიგიჟეა “

ჯიანლუიჯი ბუფონი “რომასთან” დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე “სკუდეტოზე” საუბარს სიგიჟედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, “ბიანკონერი” ერთადერთი გუნდია, რომელიც “სერია ა” -ში დღემდე წაუგებლად ასპარეზობს, “ბებერი ქალბატონი” 13 შეხვედრაში აღებული 29 ქულით პირველ პოზიციას იკავებს: ” ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ჰაერივით გვჭირდება დამშვიდება. ჯერ კიდევ უამრავი თამაშია ჩასატარებელი, წინ ნახევარ სეზონზე მეტია. ეს დიდი გზაა და არ მსურს, ფანებმა ნაადრევი დასკვნები გააკეთონ. ასო “ს” -ზე დაწყებული სიტყვა რომ ვთქვა, გიჟი უნდა ვიყო, ეს მხოლოდ ცრუ-თავმდაბლობის გამოძახილი არაა. არ დაგავიწყდეთ, შარშან შობის დროს მეორე პოზიციაზე ვიყავით, მაგრამ შემდეგ ბედმა გვიღალატა. ამდენმა, ერთდროულად ექვსმა ტრავმამ, ცხრილის ფსკერამდე დაგვაქვეითა. რეალური სურათი მაშინ გამოჩნდებოდა, ლაზარეთში 1-2 მათგანი რომ მოხვედრილიყო. იგივეა დღესაც, ჩვენი რეალური ძალა მაშინ გამოჩნდება, თუ ასეთი მომენტი დაგვიდგა. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: football italia

7 thoughts on “ბუფონი: ” “სკუდეტოზე” ლაპარაკი სიგიჟეა “

  1. ზამთარში მარცხენა ფლანგი და ნახევარდაცვა თუ არ გავაძლიერეთ გაგვიჭირდება – ვიდალს ან მარკიზიოს (პირლოზე აღარაფერს ვამბობ) რამე რო მოუვიდეს ღირსეული შემცვლელი უნდა გვყვავდეს …

  2. ცუდი პერიოდი იწყება როგორც ხშირად ხდება და იმედია ცხრილს ძალიან არ დაეტყობა… :forza:

    მილანს მაინც ჩვენზე დიდი პროცენტები აქვს სკუდეტოს მოგებისთვის… ბოლო თამაშამდე არ ღირს სკუდეტოზე ლაპარაკი, ცუდად შეიძლება იმოქმედოს გუნდზე… მთავარია ყველა თამაშში ჩაიდოს სული და გული… :achuu:

  3. NEDVEDA11..
    მართალი ხარ შენც და ჯიჯიც :chuvak:
    ყველა თამაშს რო ისე ვთამაშობთ როგორც ფინალი, მიტო გვაქ ბევრი ნიჩიები, იმიტორო არ გარისკა კონტემ და უეჭველი 1 ქულა არჩია თუნდაც 1%_იან 0_ს, ფინალში ასე ხდება მთავარია არ წააგო და ნიჩიიდან შანსი კიდე 50_50_ზეა, შეიძლება კაი შედარება არაა მარა, ამ გუნდისგან აწი თუნდაც ხშირი ნიჩიები მისაღებია მთავარია არ წავაგოთ
    მომავალი 10 თამაშიდან 4 ფრეს და 6 მოგებას მე მისაღებ შედეგად ჩავთვლი
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.