ბუფონი: ” “სკუდეტოზე” ლაპარაკი სიგიჟეა “
ჯიანლუიჯი ბუფონი “რომასთან” დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე “სკუდეტოზე” საუბარს სიგიჟედ მიიჩნევს. შეგახსენებთ, “ბიანკონერი” ერთადერთი გუნდია, რომელიც “სერია ა” -ში დღემდე წაუგებლად ასპარეზობს, “ბებერი ქალბატონი” 13 შეხვედრაში აღებული 29 ქულით პირველ პოზიციას იკავებს: ” ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ჰაერივით გვჭირდება დამშვიდება. ჯერ კიდევ უამრავი თამაშია ჩასატარებელი, წინ ნახევარ სეზონზე მეტია. ეს დიდი გზაა და არ მსურს, ფანებმა ნაადრევი დასკვნები გააკეთონ. ასო “ს” -ზე დაწყებული სიტყვა რომ ვთქვა, გიჟი უნდა ვიყო, ეს მხოლოდ ცრუ-თავმდაბლობის გამოძახილი არაა. არ დაგავიწყდეთ, შარშან შობის დროს მეორე პოზიციაზე ვიყავით, მაგრამ შემდეგ ბედმა გვიღალატა. ამდენმა, ერთდროულად ექვსმა ტრავმამ, ცხრილის ფსკერამდე დაგვაქვეითა. რეალური სურათი მაშინ გამოჩნდებოდა, ლაზარეთში 1-2 მათგანი რომ მოხვედრილიყო. იგივეა დღესაც, ჩვენი რეალური ძალა მაშინ გამოჩნდება, თუ ასეთი მომენტი დაგვიდგა. ” -აცხადებს ბუფონი.
ზამთარში მარცხენა ფლანგი და ნახევარდაცვა თუ არ გავაძლიერეთ გაგვიჭირდება – ვიდალს ან მარკიზიოს (პირლოზე აღარაფერს ვამბობ) რამე რო მოუვიდეს ღირსეული შემცვლელი უნდა გვყვავდეს …
pirvel rigshi zdarova yvelas axali var da tu meore cris dasacyisis sacyiss 4 tamashi ise gavagrzelet rogorc exa mere vsio problema axar gveqneba
ცუდი პერიოდი იწყება როგორც ხშირად ხდება და იმედია ცხრილს ძალიან არ დაეტყობა…
მილანს მაინც ჩვენზე დიდი პროცენტები აქვს სკუდეტოს მოგებისთვის… ბოლო თამაშამდე არ ღირს სკუდეტოზე ლაპარაკი, ცუდად შეიძლება იმოქმედოს გუნდზე… მთავარია ყველა თამაშში ჩაიდოს სული და გული…
NEDVEDA11..

მართალი ხარ შენც და ჯიჯიც
ყველა თამაშს რო ისე ვთამაშობთ როგორც ფინალი, მიტო გვაქ ბევრი ნიჩიები, იმიტორო არ გარისკა კონტემ და უეჭველი 1 ქულა არჩია თუნდაც 1%_იან 0_ს, ფინალში ასე ხდება მთავარია არ წააგო და ნიჩიიდან შანსი კიდე 50_50_ზეა, შეიძლება კაი შედარება არაა მარა, ამ გუნდისგან აწი თუნდაც ხშირი ნიჩიები მისაღებია მთავარია არ წავაგოთ
მომავალი 10 თამაშიდან 4 ფრეს და 6 მოგებას მე მისაღებ შედეგად ჩავთვლი
შარშან ზუსტად ასეთივე ეიფორია იყო, ცივი გონებით უნდა ითამაშონ
მართალია.
უბრალოდ უნდა გამოვიდეთ და თითოეული თამაში უნდა
ვითამაშოთ როგორც ფინალი