მარკიზიოს პირველი მასწავლებელი კლაუდიოს შესახებ საუბრობს
იმაში, რასაც კლაუდიო მარკიზიომ მიაღწია მისი პირველი საფეხბურთო მწვრთნელის მაურისიო სკინკალიას წვლილი ძალიან დიდია. სკინკალია “პატარ პრინცს” “იუვენტუსის” ახალგაზრდული სექტორის ორ გუნდში “ესორდიენტსა” და “ბერეტიში” წვრთნიდა. საგულისხმოა, რომ თავისი პოზიცია კლაუდიოს სწორედ მისმა პირველმა დამრიგებელმა მიუჩინა: ” თავიდან დამრტყმელი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც, ბევრი გოლი გაჰქონდა, თუმცა მაშინვე ნათელი იყო, რომ კლაუდიოსგან დიდი თავდამსხმელი არ დადგებოდა. მაშინ ცოტა უკან, ნახევარმცველის პოზიციაზე დავხიეთ, ჯერ კიდევ მაშინ მოედნის შესანიშნავი ხედვა და პასი ჰქონდა. ახალ როლს ადვილად ვერ შეეგუა, ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია პირლოს პოზიციაზე თამაშობს, ბავშვობაში შეძენილი შემტევი უნარები ისევ აქვს, მეტიც, კიდევ უფრო განავითარა ისინი. წლების მანძილზე მარკიზიო ძალიან შეიცვალა და რაც მთავარია, უკეთესობისკენ. ” -აცხადებს სკინკალია.
http://www.youtube.com/watch?v=NAvYzKHtQ1Q&feature=related- პატარა კლაუდიოს გოლი ინტერის კარში )))))))))))))))))
მევასები ჯიგაროოოოოოოოოოოო

ამის ასეთი კარგი თამაში ცენტრში შექმნილი კარგი ატმოსფეროს დამსახურებაა…