ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია

ამ წუთებში ტურინის “ვინოვოს” პრეს-ცენტრში ანტონიო კონტე წინასამატჩო პრეს-კონფერენციას მართავს. tuttojuve ცოცხალ რეჟიმში აშუქებს შეხვედრას, ჩვენი საიტის საშუალებით მისი გაცნობის საშუალება გეძლევათ თქვენც…

“რომას” რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, დედაქალაქელებს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვთ. ამის გათვალისიწნებით, როგორ გუნდს ელოდებით ხვალ?

მიუხედავად პრობლემებისა, მე ძველ “რომას” ველოდები, რადგან ეს ის გუნდია, რომელსაც საკუთარი ფილოსოფია აქვს და ყოველთვის მის მეტოქისათვის თავზე მოხვევას ცდილობს. ეს გუნდი მომწონს, როგორც გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს. მე ველი აგრესიულ “რომას”, “რომას”, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს და ეცდება თამაში შექმნას, როგორც ამას წინა შეხვედრებში აკეთებდა, თუნდაც ათი კაცით “ფიორენტინას” წინააღმდეგ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ფლორენციაში კაცნაკლულმა “რომამ” კარგი თამაში აჩვენა. ცხადია, კრიტიკოსები შედეგს უყურებენ, შედეგი კი 3-0 იყო, ასეთი ანგარიში ყველაფერს ხაზს უსვამს, თუმცა ვინც ფეხბურთს უყურა, ნახავდა გუნდს, რომელმაც კარგად ითამაშა და მწვრთნელს, რომელსაც თამაშის შესანიშნავი ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჟუანს მოედანი რომ არ დაეტოვებინა, ფლორენციაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ”

უკვე გადაწყვიტეთ, ვინ ითამაშებს ვუჩინიჩის პოზიციაზე და კიდევ, რა იქნება თქვენი მიზანი პირველი წრისათვის?

ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო. სათასო შეხვედრის გამო დედაქალაქელებთან მატჩისთვის მოსამზადებლად საკამრისი დრო არ გვქონდა. ამ კუთხით, დღევანდელ ვარჯიშს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, აქამდეც მითქვამს, რომ მთავარი მიზანი ჩვენი გულშემატკივრებისა და მეტოქეთა პატივისცემის დაბრუნება იყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც აქამდე მივაღწიეთ და რასაც შობამდე არაფერი შეცვლის. ”

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არაფერი გადაგიწყვეტიათ ვუჩინიჩის შესაძლო ჩამნაცვლებლის შესახებ, ის მაინც გვითხარით, ამის რამდენი კანდიდატი არსებობს?

ვნახოთ, ვნახოთ. ჩემი აზრით ასეთი ორია, მაგრამ შეიძლება მათი რიცხვი სამამდე გაიზარდოს ან ერთამდეც შემცირდეს (იცინის).”

რას იტყოდით თქვენსა და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო ფილოსოფიების მსგავსებაზე?

ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, თავისი საქმის ექსპერტია. თამაშის სტილის კუთხით, დააკვირდით, რა ფეხბურთს აჩვენებს “იუვე” და რას – “რომა”. აშკარაა, ჩვენ ორივეს გვიყვარს, როცა მეტოქეს თამაშს ვკარნახობთ. ამასთან ისიც ცხადია, ყველა მწვრთნელს თავისი უნიკალური ხედვა აქვს, თუმცა იმდენად, რამდენადაც ორივეს გვიყვარს, როცა ჩვენს ფეხბურთს ვთამაშობთ, ერთმანეთს ვგავართ. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ მწვრთნელის მიერ ჩატარებული სამუშაო მხოლოდ მშრალი შედეგით იზომება, მაგრამ მე გეუბნებით, ლუის ენრიკემ ბრწყინვალე ჯაფა გასწია და ზოგჯერ საჭიროა, ფაქტების მიღმაც გაიხედო. წინა პრესკონფერენციის დროს ვთქვი, “ნაპოლისთან” მატჩში პირველი ტაიმის მიხედვით, როცა 2-0 ვაგებდით,  ყველაფერში შეცდომა დავუშვით, “არასწორი შემადგენლობა”, “არასწორი სტილი”, თუმცა მეორე ნაევარში შეხვედრა იმავე გუნდა იმავე თამაშით შემოაბრუნა. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგჯერ ფაქტებს მიღმა აზროვნებაა საჭირო, უნდა დაფიქრდე, იგრძნობა თუ არა სტილი, მწვრთნელის აზროვნება და ხელი. ეს ყველაფერი “რომაში” დავინახე და მნიშნელოვანი სწორედ ესაა.

ჯიაკერინის გოლის შემდეგ ბევრმა ემანუელე შესაბამისად არ დააფასა. “ბოლონიასთან” მატჩში, როგორ ფიქრობთ, მან თქვენი მოლოდინები გაამართლა?

მახსოვს ადრე ასეთი რეკლამა იყო: “რაც გინდათ ის მიქენით მე, მაგრამ არ შეეხოთ ჩემს საათს”, ასევე გეტყვით, რაც გინდათ ის თქვით ჩემზე, მაგრამ ჩემს ბიჭებს ნუ შეეხებით, რაც გინდათ ის თქვით ჩემზე, მაგრამ ხელები შორს ჩემი ფეხბურთელებისგან. ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ… (იცინის) რომ მათ შვილები დავუძახო, უფრო მეტად ჩემი ძმები არიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად რასაც ვისმენ, უსამართლობაა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც შესანიშნავი უნარები აქვს, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესოც კი, რომელიც მუდამ მზადაა შენი დავალებების შესასრულებლად და რომელმაც თავიდანვე დაიმსახურა, რომ დახმარების ხერლი გავუწოდოთ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც გინდათ ის თქვით ჩემზე, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ნუ შეეხებით, ისინი ჩემთვის ხელშეუხებლები არიან.

“რომასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება ყოველთვის კლასიკა იყო, რომელშიც მონაწილეობა თქვენც არაერთხელ მიგიღიათ. რაიმე განსაკუთრებულ მომენტს თუ გაიხსენებდით?

დიახ, მე ხშირად ვიყავი ამ სპექტაკლის მონაწილე (იცინის). მახსოვს კასანოს გოლის შემდეგ ტოტის მიერ მოცემული ნიშანი (მაშინ კასანომ “იუვენტუსს” მეოთხე გოლი გაუტანა და მატჩი “რომამ” 4-0 მოიგო). იყო როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ეპიზოდები. “რომა” ყოველთვის გადამწყვეტი გამოცდა იყო, რადგან ამ მატჩს ყველა სერიოზულად უდგებოდა, რადგან დედაქალაში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა, “ოლიმპიკოზე” შეკრებილი გულშემატკივარი, “იუვენტუს არენას” მსაგვსად, საოცარ გარემოს ქმნის და ნამდვილი მეთორმეტე მოთამაშე ხდება. ხველა პოზიციიდან, უაღრესად საინტერესო მატჩი იქნება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სირთულეებს აუცილებლად წავაწყდებით. “რომა” ბურთის ფლობას შეეცდება, მაშინ ისეთივე დამაჯერებლები უნდა ვიყოთ, როგორც მაშინ, როცა ის ჩვენს ხელშია ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, კრასიჩის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა, მოდით მას კრიზისი ვუწოდოთ, ფსიქოლოგიური ხასიათისაა, თუ სხვა რამეშია პრობლემა? ამასთან საინტერესო იქნებოდა, თქვენი კომენტარი ელიასთან დაკავშირებით, მასთან არსებული პრობლემები თავიდანვე აშკარა იყო, თუ შემდეგ გაჩნდა?

რაც შეეხება მილოშს, ბოდიში მოსახდელი არაფრისთვის არ აქვს. ბევრს მუშაობს, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ცვლილებები შევიტანო, ეს სწორედ ისაა, რაც ყველა ფეხბურთელს სჭირდება, ეს ძალიან მომწონს. ვფქირობ, “ბოლონიას” წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია, შექმნა შანსები, მთელი შემართებითა და გულმოდგინებით ირჯებოდა. ასეთივე სწორ გზაზე დგას ელიაც, ეს გზა კი ჩვენს გუნდში რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრაციაზე გადის, მან უნდა გაითავისოს გუნდური თამაშის ფილოსოფია, ეს ჩვენი გუნდი სტილია. სწორედ ამისკენ მივიწევთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კრასიჩის ან ელიას წინააღმდეგი ვარ, ყველას გამოვცდი, ეს ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს. ”

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

ძალიან მაგარი კაცია რა კონტე

Ladika
13 years ago

გენიოსი გვყავს კონტეე !!!

7uP
7uP
13 years ago

ტოტიმ დაგვამცირა თავისი ჯესტით ? რა ვიცი, რა ვიცი, მას შემდეგ, რომში ჩატარებული 6 მატჩი მოვიგეთ, მათ შორის 1-4 იც იყო ანგარიში :bicho:

ისინი უფრო დამცირებულები არ არიან ? :juventus: :juventus: :juventus:

წარმატებები ბიჭებს !!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Gio Darja
13 years ago

აუ რა კაცია, ჩემი ძმები არიან ფეხბურთელებიო :love: რომში 4-0 რომ წავაგეთ როგორ მახსოვს, ტრაგიკული თამაში იყო :euf: ხვალ შტურმით ვიგებთ დედაქალაქს, ამ სეზონში მეორედ :mrgreen:

McCa1N
13 years ago

ჯაკერინი/ელია – 1ტაიმი/2ტაიმი

giorgi kipshidze
13 years ago

ჩემი აზრით ელიას დააწყებიებს

bacho kochlashvili
13 years ago

totim ra dagvamcira tavisi jestit :blin: aba xavle vnaxavt 4 gols vin vis gautans. 20 celshi ertxel exirsat 4-0 :love: :love: :love: miyvarxar antonio :love: :love: cveni gundis maamaaa :love: :kiss:

13 years ago

რაც გინდად ის თქვით ჩემზე მაგრამ ჩემ ფეხბურთელებს ნუ შეეეხებით/ მიკვარხარ ანტონიო :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: 2006 წლიდან დაწკებული მოლოდინი იმის რო იუვე დაბრუნდებოდა კონტემ დაგვიბრუნა მიკვარხარ ანტონიოოოოოოო :forza: :forza: :forza:

tabajuventino
13 years ago
Reply to 

აი ვერ წარმოიდგენ ეგ სიტყვები რო წავიკითხე როგორ მესიამოვნა :love: :love: :juventus:

Di Francesco # 1
13 years ago

მიტო მომწონს ეს ტრეინრერი რო კონკტეტულ და გასაგებ პასუხებს ცემს ჯურნალისტებს
” ვნახოთ, ვნახოთ. ჩემი აზრით ასეთი ორია, მაგრამ შეიძლება მათი რიცხვი სამამდე გაიზარდოს ან ერთამდეც შემცირდეს :lool:
————————————————————

კვალიარელას ათამაშებს რათ უნდა მაგას კითხვა
:italy:

jjj jjj
13 years ago

მე მგონია ელიას ათამაშებს… :juvee:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x