ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რომა” 1 – 1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 7.5 – იგერიებს ფრანჩესკო ტოტის ურთულეს თერთმეტმეტრიანს და უდიდესი წვლილი შეაქვს მოპოვებულ ქულაში.

ლიხშტაინერი 6 – თამაშობს ეპიზოდურად, რიგ შემთხვევებში საკმაოდ აქტიურია, მომენტებში კი სრულიად ეთიშება მატჩის მიმდინარეობას.

ბარძალი 6.5 – როგორც სჩანს, ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში სერია A – ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ცენტრალური მცველი ირიცხება.თამაშობს უმაღლეს დონეზე, საიმედოდ.

ბონუჩი 6 – თამაშობს ყურადღებით, საჭირო მომენტში საჭირო პოზიციას იკავებს და მეტოქის ფორვარდებს დიდ წინააღმდეგობას უწევს.

კიელინი 7.5 – დავალებას უმაღლეს დონეზე ასრულებს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.ზუსტად და ყურადღებით ასპარეზობს ტოტის, ლამელასა და ოსვალდოს წინააღმდეგ.გააქვს გუნდის ერთადერთი გოლი გუშინდელ მატჩში.

პირლო 6.5 – დასაწყისი იდეალური ვერ გამოდგა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ანდრეა ტრადიციულად ითვისებდა ბიანკონერების ნახევარდაცვის ლიდერის ფუნქციებს.

პეპე 5.5 – სიმონეს თამაში ნამდვილად არ იყო, ვერ ატყუებს მეტოქეს და სუსტად ურტყამს კარის მიმართულებით.

მარკიზიო 5.5 – საერთოდ არ ჰგავდა საკუთარ თავს.

ელია ( 86 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ვიდალი 4.5 – არტურო ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.მისი შეცდომით გავიდა პირველი გოლი და მისივე “აქტიურობით” მოიპოვა რომამ თერთმეტმეტრიანი.ეს ის მატჩია, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიეცეს დავიწყებას.

ესტიგარიბია 6.5 – მუდამ მზადაა, აქტიურად შეუტიოს სკეტელენბურგის კარს.ჯორჯომ გოლის გატანა სწორედ პარაგვაელის პასით მოახერხა.

ჯაკერინი ( 72 – ე წუთიდან ) 6.5 – მშვენივრად გამოიყურებოდა.მეტოქის კარის მიმართულებით ორჯერ ურტყამს.

მატრი 5.5 – შეტევაში თავს მარტოდ გრძნობს.ხშირად კარგავს ბურთს და მისი პასიურობით თანაგუნდელებს ორმაგი სამუშაოს შესრულება უწევთ.

კვალიარელა ( 68 – ე წუთიდან ) 5 – შექმნა საგოლე მომენტი, თუმცა ვერ აჯობა სკეტელენბურგს.

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Z u R a noniashvili
12 years ago

ჯიჯიმ მაგარი გაასწორა :juvee: პირლომ რა დაახუილა ტოტის ბურთი :Dტიპი გათიშული იყო :D:D:D:D

giorgi adeishvili
12 years ago

ყველაფერში ვეთანხმები უბრალოდ ერთი ის არის, რო ელიას მიუხედავად მისი მწირე დროისა უნდა ქონდეს შეფასება იმიტო რო კარგად შემოვიდა და მომენტიც შეაქმნევინა კვალიარელას. და კიდე ჯიაკერინი სხვა მატჩში ჩართვებთან შედარებით ამ დგეს სუსტი იყო.

vako-10
12 years ago

ელია კარგად შემოვიდა 5 წუთში ერთ ისეთი მომენტი შეუქმნა რო მაგრად მომეწრონა ელია უფრო დიდხანს უნდა მიეცეს თამაშის საშვალება

levani giligashvili
12 years ago
Reply to  vako-10

გეთანხმები ელია მართლა კარგად შემოვიდა..იმედია ნოვარასთან სასტავში დაიწყებს თან ვიდალი არ იქნება. :forza:

marchisio8
12 years ago

მე კიდევ მგონი რო ძირითადად მარკიზიოს ჩავარდნის გამო იყო ასეთი თამაში.კლაუდიოს და ზოგადად ნახავარდაცვას ისე რო ეთამაშა როგორც ველოდით მირკოს არყოფნას ვერც გავიგებდით

giorgi-10
12 years ago

alex-pinturicchio-ს ვეთანხმები უჩინიჩი დიდი ძალაა დღევანდელი იუვესთვის!

Di Francesco # 1
12 years ago

ხო ობიექტური შეფასებებია, კონტესი რატო არაა?
ბარძალი მართლა სერიოზულად თამშობს, მარა იმ პენალტზე მაგის დანაშაულიც იყო ბურთი დაეკარგა მოედანზე და სანამ მიიხედ მოიხედა მანამდე ეტაკა ვიდალი და კი დაგვიდეს პენალტი :lool:
——————————————
ხო ყოფილიყი ის ცოტა ხანა, არ იცის ხალხმა და კაი სანახავია ზიდანის და დავითსის თამაშის კიდევ ყურება
:italy:

alex-pinturicchio
12 years ago

ვიდალს კი არა ზიდანს არ გამოსვლია თამაში,მაგარი მებრძოლია და პასისმიცემაც შეუძლია,მარკიზიომ ვერ ითამაშა და იმიტომ ვერ მოვიგეთ.ჯიჯიმ კიდევ დაამტკიცა რო ყველაზე მაგარი მეკარეა მსოფლიოში.ასევე კიელინიმაც დაამტკიცა,ბონუჩიმაც და ბარძალი მაოცებს.ესტეგარიბია უმატებს უკვე ნელ-ნელა.მატრის მაგივრად მირკო რომ ყოფილიყო მოვიგებდით.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x