ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეთანხმება არ შედგა: თემა ისევ დაუხურავია

მიუხედავად პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისა და დავიწყების დაანონსებისა, ანდრეა ანიელიმ პოზიციები არ დათმო. რომში გამართულმა დღევანდელმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, სიტუაცია ისევ დაძაბულია, “იუვენტუსი” ისევ პირობების შესრულებას ითხოვს. შეგახსენებთ, კრების თავმჯდომარე ოლიმპიური კოპიტეტის პრეზიდენტი ჯიანი პეტრუჩი იყო, “მშვიდობის მაგიდასთან” იჯდნენ სკანდალის შედეგად დაზარალებული გუნდების პრეზიდენტები და ამ სკანდალიდან მოგებულად დარჩენილი მხარის, “ინტერის” თავკაცი მასიმო მორატი. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს პეტრუჩი აკეთებს…

ეს იყო ხანგრძლივი, კორექტული და მეგობრული შეხვედრა. მაგრამ უნდა ვაღიარო, პრობლემა ისევ აქტუალურია, მხარეები პოზიციებს არ თმობენ. დადებით ეპიზოდები იყო, თუმცა რაიმე მნიშნელოვანი წინსვლა არ არსებობს. მომავალი კრების ორგანიზებამდე კარგად დავფიქრდები. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მიზანი მიღწეული არაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ დავმარცხდით.

ანდრეა ანიელიმ რომი კომენტარის გაკეთების გარეშე დატოვა და განაცხადა, რომ თემაზე მომავალში დაწვრილებით ისაუბრებს.

წყარო: football italia

6 thoughts on “შეთანხმება არ შედგა: თემა ისევ დაუხურავია

  1. მიდი ანდრეააააააააა მიაწექი მაგ გველეეეეებს!!! ყველა მეზიზღებააა.პეტრუჩიმ მიუსაჯა იუვეს გაგდებას და ეხლა იუვეს მხარეს როგორ იქნება?! ნაგვები ეგენი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.