ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

საფეხბურთო გაკვეთილი ალესანდრო მატრისთან ერთად

პროექტი სახელად Formazione Juventus – აგრძელებს მუშაობას ვინოვოს ბაზაზე . ” იუვენტუსი ” აძლევს საშუალებას , საკუთარ ახალგაზრდა ფეხბურთელებს , იხილონ კუმირები და მათგან სხვადასხვა რჩევა დარიგება მოისმინონ . სიმონე პეპეს , ანდრეა პირლოს და ანტონიო კონტეს შემდეგ , პატარებს ალესანდრო მატრი შეხვდა : ” როდესაც მილანის ახალგაზრდულ სექტორში ვირიცხებოდი , ვერაფრით ვერ ვახერხებდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას და ამის გამო , გუნდის დატოვება მქონდა გადაწყვეტილი . თუმცა , გამაჩნდა სურვილი , რომ გავხმდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი , რომელიც საბოლოო ჯამში რეალობად იქცა . ყველაფერთან ერთად , მშობლების გვერდში დგომამაც გამოიღო თავისი შედეგი . თქვენ დიდი გუნდის ნაწილი ხართ და მინდა შემდეგი რამ გირჩიოთ : მაქსიმალურად ეცადეთ , საკუთარი სურვილი რეალობად აქციოთ , რადგან არ არსებობს ისეთი რამ , რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს . ისინი , რომლებიც ვერ ხვდებით შემადგენლობაში , არ უნდა ჩამოყაროთ ხელები , აუცილებელია პროგრესირება და მუხლჩაუხრელი შრომა , ხოლო ისინი ვინც ძირითადში რეგულურად ხვდებიან , უნდა გააგრძელონ სწრაფვა სრულყოფილებისკენ . თქვენ აქ გეძლევათ საშუალება , გამოავლინოთ საკუთარი ტალანტი , რომელსაც მშობლების დახმარებით ახორციელებთ ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

2 thoughts on “საფეხბურთო გაკვეთილი ალესანდრო მატრისთან ერთად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.