ტორიჩელი : “ლიხტშტაინერი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა”
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდა, მორენო ტორიჩელი ბებერი ქალბატონის მარჯვენა მცველის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს : “ლიხტშტაინერი ძალიან მომწონს.ის ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია.ჩემი აზრით, შტეფანი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია და იმედი მაქვს, უმაღლეს მწვერვალებს მალე დაიპყრობს”. მორენომ ბებერ ქალბატონში 6 წელი გაატარა, იმ პერიოდში კი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი იყო : “იმ იუვენტუსსა და დღევანდელ იუვენტუსს შორის რაღაც მსგავსებაც ვამჩნევ.კონტეს შეგირდებიც მაღალი ტემპის შენარჩუნებას ცდილობენ და აქტიურად თამაშობენ პრესინგს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ანტონიო ნამდვილი კაპიტანია, რომელიც ყურადღებას ნებისმიერ დეტალზე ამახვილებს.იუვენტუსი – ეს მის სისხლშია.”
მაგარი კაცი
აუ მე მარცხნივ არმერო ან კოლაროვი მინდა უფრო არმეროო 8)
ბელჰაჯი მინდა მარცხნივ 8)
ეგ კი მარა მარცხნივ რა ვქნათ ??? :-(
მალე ნომერ პირველი იქნება!
კიდევ უფრო დაიხვეწება
ალვესი არა იხვის ტოლმა. ლიხტ
ერთერთიკიარა საუკეთესო
ლიხშტაინერი მართლა ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზა ევროპაში