ამაური “ჯენოაში” გადასვლაზე თანახმაა
ყველასათვის ცხადია, რომ ამაური იანვარში “იუვენტუსიდან” წავა. იტალო-ბრაზილიელი თავდამსხმელი სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული კლუბის განაცხადშიც ვერ ხვდება, რადგან ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ზაფხულს, მიუხედავად ყველაფრისა, ამაურიმ მარსელის “ოლიმპიკის” წინადადება უარყო. გავრცელდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ მისი უფლებათა პაკეტის შეძენით “ჯენოა” არის დაინტერესებული. ფეხბურთელის აგენტი, ჯამპიერო პოკეტა, საკუთარი კლიენტის მომავალზე საუბრობს:“გენუიდან არავინ დაგვკავშირებია, თუმცა თუ ისინი კონტაქტზე გამოვლენ, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ამაური “ჯენოაში” გადასვლაზე თანახმაა. ამ გუნდს შესანიშნავი ფანები ჰყავს. ჩემი კლიენტი გენუურ ვარინტს განიხილავს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არავისთან მიმდინარეობს, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და დრო კიდევ ბევრია.” – განაცხადა პოკეტამ.
წყარო Football-Italia
სათადარიგოდან კარგად ჩაერთვებოდა ზამთრამდე რო ყოლოდა კაი იქნებოდა ესე მგონია )))
ბუდ ბაი მაი 11 ნუმბერ

წარმატებები კარვალიო
ra debilia marselze tqva uari da exa…
წადი კარვალიო
კაია

ეს ჯობდა პარმაში დარჩენილიყო