ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “მთავარი სამი ქულაა”

მიმდინარე სეზონში გატანილი მეხუთე გოლი, შესანიშნავად ჩატარებული მორიგი მატჩი და მოლოდინი, სამშაბათს სიმონე პეპეს მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.იტალიელი ნახევარმცველი “ნოვარას” წინააღმდეგ მატჩში ბიანკონერების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იყო : “კიდევ ერთი სასიამოვნო მატჩი ჩავატარეთ.შეიძლება შეტევაში იმდენად ვერ ვბრწყინავდით, მაგრამ საერთო ჯამში თამაში ხარისხიანი გამოვიდა.ოთხშაბათს ძალიან რთული მატჩი გველის, უდინეზე საოცრად მოტივირებული გუნდია, რომელმაც გამარჯვების ფასი იცის.უდინემ ბევრი მასწავლა, ეს ქალაქი მუდამ მემახსოვრება.სწორედ უდინეზეს შემადგენლობიდან მოვხვდი პირველად იტალიის ეროვნულ ნაკრებში.მთავარი ისაა, რომ ახლა “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დამაკმაყოფილებელ შედეგს მივაღწიოთ.”.“იუვენტუსს” აქვს შანსი, 2011 წელი სატურინირო ცხრილის სათავეში დაასრულოს, ამ შემთხვევაში ბიანკონერებმა როსონერის უნდა აჯობონ, რომელიც : “შეიძლება მეტად ტექნიკური გუნდია.ბებერი ქალბატონის თითოეულ ფეხბურთელს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვს, ეს ჩვენი იარაღია.კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს.ფეხბურთელი ფორმაშია მაშინ, როცა ფორმაშია გუნდი.დელ პიერო და კვალიარელა ? – ისინი ნებისმიერი გუნდის ძირითად შემადგენლობას დაამშვენებდნენ.ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშებს.ალექსმა ვერ გაიტანა ? – ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი შემდეგში გაიტანს, მთავარი სამი ქულის მოპოვებაა.”

წყარო : Juventus.com

14 thoughts on “პეპე : “მთავარი სამი ქულაა”

  1. ხო რა რამოდენიმე საგოლე პასი გააკეთა(ეცადა ყოველშემთხვევაში), 2 ჯერ ცხრიანს დაუმიზნა (არ გაუმართლა ააცილა), 1 გოლი გაიტანა, 1 ძელს გაარტყა, მეტი რა ქნას? :lool:
    შეუძლებელს აკეთებს და იუვეს ლიდერად ყალიბდება, წარმოიდგენდით ამას ვინმე? :chuvak:
    ზენიტისთვის მართლა არ მემეტებოდა მარა, ამდენის გაკეთებას თუ შეძლებდა გუნდისთვის მართლა არ მჯეროდა, ახლა მჯერა რო ამაზე მეტს გააკეთებს :love:

    1. +100
      აუ გენაცვალე ბრააატ მაგაზე რაც მე ვიკაიფეეე :lol: :lol: :lol: :lol:
      ალექსა ამბობდა აქ რამ მოგიყვანა შენ დალოცვილო შენაო.
      ბაზარი არაა პეპე მაგარი კაცია და ყველა ვინც დღეს მოედანზე იყო მადლიერებას იმსახურებს მარა დელ პიერო სხვა პლანეტაა, სხვა სივრცეა, სხვა განზომილებაა. ვენაცვალე რაა, 10 წელი ფეხბურთით მასუნთქა მაგის 10 ნომრიანმა მაისურმა

  2. ნამდვილად გუნდური თამაშის პრინციპით მოქმედებს, შეიძლება ზედმეტიც კი მოსდის რადგან ორი ისეთი პასი გააკეთა 10 დან 9 რო დაარტყავდა და არა პასს გააკეთებდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.