ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2 – 0 “ნოვარა” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 7 – საოცარი რეაგირება მოახდინა რიგონის დარტყმაზე, მატჩის მეორე ნახევარში შესანიშნავი სეივი გამოაცხო, რომ არა ჯიჯი, შესაძლოა “ნოვარას” სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

ლიხშტაინერი 6 – აკონტროლებს მთლიან ფლანგს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.ძირითადად ბრძოლაშია და ამიტომ, მისი პასები იშვიათად მიდიან ადრესატამდე.

ბარძალი 5.5 – რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ საერთო ჯამში, “ნოვარას” არანაირი ხიფათი არ შეუქმნია.

კიელინი 7 – უბრუნდება მის მშობლიურ პოზიციას, დაცვის ცენტრს.თამაშობს აქტიურად, მშვიდად და თავდაჯერებულად.

დე ჩელიე 6.5 – შესანიშნავია შემტევ ფაზაში – აკეთებს საგოლე გადაცემას.დაცვაში ოდნავ მოიკოჭლებს.

მარკიზიო 6 – გოლის გატანა მატჩის დებიუტშივე შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა.მშვიდად აკონტროლებს მოედნის შუახაზს.

პირლო 7 – შესანიშნავად ასპარეზობს, “ნოვარას” ფეხბურთელები მასზე პრესინგსაც კი არ ახორციელებენ.

ჯაკერინი 5.5 – თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, კარგად ცვლის ვიდალს, მაგრამ ხელიდან უშვებს სამ ასპროცენტიან მომენტს.მოედნის ცენტრში ცდება ორჯერ, რის გამოც “ნოვარამ” სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, შეცდომები მის ნერვიულობას იწვევს.ფაქტია, ფეხბურთელი ცდილობს.

პეპე 7 – მეხუთე გოლი 15 შეხვედრაში.სიმონემ მისი შემტევი თვისებები კვლავ გამოავლინა.აქტივში ჩაიწერა საგოლე პასიც.სწორედ ამიტომ, უკანახაზში დაშვებული შეცდომები შეიძლება ეპატიოს.

კვალიარელა 7 – როგორც იქნა, გაიტანა გოლი და მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი.შესანიშნავია გუნდურ თამაშში, საგოლე პოზიციაზე გაჰყავს მარკიზიო და ჯაკერინი.გოლის ეპოზოდში, საოცრად ლამაზი ნახტომი შეასრულა.

მატრი ( 77 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

დელ პიერო 5.5 – ზედმეტ დროს ხარჯავს ბურთთან მუშაობაზე.ორჯერ ძალიან კარგად დაარტყა, თუმცა იღბალი ამ შემთხვევაში მის მხარეს ნამდვილად არ იყო.

ესტიგარიბია ( 63 – ე წუთიდან ) 6 – ბევრს მოძრაობდა.

კონტე – 7

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ika1993
12 years ago

ბუფონი არის საუკეთესო მეკარე, პირველია ნაღდად რაა. უკონკურენტოა დედამიწის ზურგზე.

12 years ago

ბარძალი 5.5 კიარა ბარძალი არის ყველაზე უფრო მაგარი აქამდე ჩატარებული მატჩების მიხედვით და გუშინაც გაცილებით მეტს იმსახურებდა ვიდრე უწერია… ბოდიშით რომ გოლებს ვერ იტანს ცენტრალური მცველი

აკაკი მეტრეველი
Reply to 

აი ცვეტში რა ბარძალის შეფასებამ გამაკვირვა

ტიპს გუშინდელი მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ ახლაც

goga bezhanidze
12 years ago

არ ვეთანხმები ჯაკერინის და დელ პიეროს შეფასებებს… ალექსას ნაღდად არ ეკუთვნოდა 5.5, მასე თუ ვიმსჯელებთ თამაშის ხარისხით არც კვალია გამოირჩეოდა უბრალოდ სტანდარტზე გაიტანა, ალექსამ კიდე ბევრი მომენტი შექმნა… 6.5 მაინც ეკუთვნოდა… ისე კი ყველას მაღალიშეფასება ეკუთვნით, ერთადერთი მომენტების გამოყენებაში ეკუთვნის მთელ გუნდ 2 :) :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x