ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ მისი არ გვეშინია”

“უდინეზესთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ბიანკონერებს დიდი სურვილი აქვთ, მიმდინარე წელი წარმატებულად დაასრულონ : “გუნდი დაუღლელად შრომას აგრძელებს, ძალიან გვინდა, დამაკმაყოფილებელ შედეგს მალე მივაღწიოთ.ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა მისი არ გვეშინია და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.”

“იუვენტუსი” პრინციულ დაპირისპირებას შესანიშნავ ფორმაში ხვდება, ამას გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებენ.რაც შეეხება “უდინეზეს”, ეს გუნდი მართლაც ბოლო წლების აღმოჩენაა.”სტადიო ფრიულიზე” გამართულ ბოლო შვიდ შეხვედრაში ჰანდანოვიჩმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, მართლაც საუცხოო სტატისტიკაა : “უდინეზე” – ტიტულისთვის მებრძოლ გუნდებს შორის ბოლოა, რომლებთანაც პირველ წრეში დაპირისპირება მოგვიწევს.ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმულია.რთული მატჩი იქნება, თუმცა უკლებლივ ყველა მოთამაშე მაქსიმალურად მოტივირებულია.შიში არაფრის არ გვაქვს.მეტოქე გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გამოვყოფდი ასამოას, ისლას და დი ნატალეს.ვფიქრობ, რომ გასული სეზონის შემდეგ, მათ მიერ ნაჩვენები საუცხოო შედეგი გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს.”

“ნოვარას” წინააღმდეგ ფაბიო კვალიარელას მიერ გატანილმა გოლმა, ანტონიო კონტეს კიდევ უფრო მეტი საფიქრალი გაუჩინა, რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით.ალესანდრო მატრიმ წინა ტურში დაისვენა.მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რომ ორივე ფეხბურთელის გამოყენებას ცენტრფორვარდის პოზიციაზე აპირებს : “ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ კვალიარელამ მიზანს მიაღწია – მან გაიტანა გოლი.უფრო მოხარული ვიქნებოდი, ალექსს რომ გაეტანა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია, რომ ისინი “ნოვარასთან” მატჩში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.ადრე თუ გვიან, დელ პიერო აუცილებლად გაიტანს.დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელების სათამაშო ფორმებს დავაკვირდები და გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს ძირითადში.ტაქტიკური მონახაზის ცვლილება ? – შეიძლება.”

სეზონის სტარტი ბიანკონერებს მართლაც იდეალური გამოუვიდათ : “ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ გულშემატკივრების მოლოდინი გავამართლეთ, ჩვენ ხომ უმთავრეს კონკურენტებს ტოლსწორად ვეთამაშეთ.ბოლო ხუთი თვე გუნდში მართლაც განსაკუთრებული სამუშაოები ჩატარდა, ეს შესამჩნევია.მოთმინება გვმართებს, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია.მიზნების განსახორციელებლად დრო გვაქვს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
king_arturo
12 years ago

როგორც არ უნდა დასრულდეს თამაში მაინც ძალიან წარმატებული პირველი ნახევარი იყო, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კონტეს :forza:

fenomeno vero <3
12 years ago

conte magrad shemiyvarda :love: del piero aucileblad gaitans marttali xar :juventus: contesgan gansxvavebit me magrad meshinia udinezesi.dzalian bevri rame wydeba xval!

vitali darsania
12 years ago

აუ კონტე შენ გენაცვალე. მიდით ბიჭებო მხოლოდ გამარჯვება

shot10
12 years ago

რამდენი ხანია ველოდები ამ მატჩს!
დინატალეს ჯინი მაქვს! მაგის “პენალისტი …!!!”

ამ თამაშში სამი ქულა, სერიოზულ მონაპოვარი იქნება! :oldman:

juventus-italy
12 years ago

მიაწექით ბიჭებო ფორცააა იუვე, ფორცა კონტე .ხვალ უეჭველი უნდა მოვიგოდ(წაგებით არ წავაგებთ). დგეს თუ მილანი ვერ მოიგებს მაგრად გაასწორებს უნდა ვუყურო თამაშს, caliari-milan 1x

shot10
12 years ago
Reply to  juventus-italy

გაუმარჯოს, მიცანი? ))

12 years ago

რაც არ უნდა სააუცხოო იყოს უდინე ხვალ 3 ქულით წამოვალთ სახლში. მაგრა მინდა რო პირველზე დავამთავროთ წელი. რო ვერ მოვიგოთ მილანი უეჭველი გაგვასწრებს რა

juventino90
12 years ago

:forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x