კონტე : “ჩვენ გამოვავლინეთ სიმტკიცე”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მისი შეგირდების გუშინდელი თამაშით კმაყოფილია.მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ 42 წლის სპეციალისტმა “უდინეზესთან” დაპირისპირება შეაფასა : “აღსანიშნავია, რომ დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიაში საუკეთესო დაცვის ხაზის მქონე გუნდებმა ითამაშეს.დღევანდელ დღემდე “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე ყველა მატჩი მოიგო, გაიტანა 14 გოლი და გაუშვა მხოლოდ ორი.სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ბიჭებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს.ყველა გუნდს არ შეუძლია უდინეში კარგი თამაში და საგოლე მომენტების შექმნა.იმ დღეს, როცა “იუვენტუსის” მწვრთნელი გავხდი, ვინმეს რომ ეთქვა, 16 ტური წაუგებლად ითამაშებთო, მას ნამდვილად გიჟად ჩავთვლიდი.”
გუშინ ბიანკონერებმა სამი მცველით იასპარეზეს : “უდინეზე”, “ნაპოლის” მსგავსად სიღრმიდან უტევს და თავისუფალ სივრცეს იდეალურად იყენებს.მატჩითვის ისე მოვემზადეთ, რომ მასპინძლების ფლანგური შეტევები შეგვეჩერებინა.პრინციპში, სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ტაქტიკა 4-3-3 ემსგავსება, ლიხტშტაინერს აქვს საშუალება თავისუფლად შეუტიოს.ისეთი ფეხბურთელის წყალობით, როგორიც ესტიგარიბიაა, სქემის შეცვლის ფუფუნება ნამდვილად მაქვს.”
ფიზიკურმა მომზადებამ მატჩში დიდი როლი ითამაშა : “რთული დაპირისპირებისთვის საფუძვლიანად უნდა მოემზადო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგექმნება.”უდინეზე” ყურადღებით შევისწავლეთ, ისინი ხომ საშინაო გეგმას ასრულებდნენ.თანამედროვე ფეხბურთში მომზადება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვართ დაუმარცხებელნი.”
ჩემპიონები ვართ მაინც ბიჭებოოოოოოო !!!!!!
სეზონის წინ არ ველოდი რო ახალ წლამდე წაუგებელი იქნებოდა იუვე, უდინეზესთან უნდა მოგვეგო დროზე უნდა გაეკეთებინა შეცვლა, აცრილია კონტე 50 წუთამდე შეცვლა გააკეთოს, რო ხედავდა მატრი და ესტიგარიბია ვერ თამაშობდნენ დროზე უნდა შეეცვალა, ძალიან მაგარი გუნდი დააყენა კონტემ წელს, მარა ამოჩემება იცის და არ წაადგება ეგ იუვეს, თუ ვერ თამაშობს ფეხბურთელი პირველ ტაიმშივე უნდა შეიცვალოს და არ უნდა ელოდო რო გაუვარდება გაიტანს და მერე მართალი გამოჩდები, გუშინ რო ადრე შემოეყვანა კვალი ელია ან დელპიერო მგონია რო 3 ქულას ავიღებდით.
+1
ნაპოლისთან პეპეს საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია მარა ის გოლი რო შეაგდო მაგით კონტესაც გაუმართლა იმედი და თითქოს ყველას მარა ფაქტია რო არაფერი გაუკეთებია :)
ანტონიო კონტე: “ჩვენ გამოვავლინეთ სიმტკიცე”
ეს სათაური უფრო მოუხდებოდა სტატიას მითეთებული წყაროს მიხედვით…
ან ვაჩვენეთ
მე ვფიქრობ ეგ კარგი მატჩი ნამდვილად არ იყო. ეგ იყო 3+ ით. ისე უსუსური იყო უდინეზე რო არ გვეპატიება რო ვერ გავუტანეთ.
araa udineze xelcamosakravi gundi..
da simtkice zogadad ardadegebamde tamashebis xarisxit igulisxma da ara udinezestan matchshi
ეგაა და ეგ.
ფორცა