ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

150 მატჩი “იუვენტუსის” მაისურით

“უდინეზესთან” გამართული შეხვედრა კლაუდიო მარკიზიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იტალიელმა ნახევარმცველმა “იუვენტუსის” მაისურით თავისი 150-ე შეხვედრა ჩაატარა. 26 წლის ფეხბურთელისთვის 2011 წელი წარმატებული აღმოჩნდა, მარკიზიომ “ბიანკონერის” რიგებში საკუთარ ანგარიშზე 9 გოლი ჩაიწერა და ამასთან ერთად, თავის გამოჩენა “სკუადრა აძურაშიც” შეძლო, როცა სერბეთის კარის დალაშქვრა მოახერხა. 2011/2012 წლების სეზონში “იუვენტუსი” დაუმარცხებელია, მარკიზიოს კი უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ანტონიო კონტეს ხელში ნახევარმცველმა უდიდესი პროგრესი განიცადა. სერია ა-ს პირველ ტურში ფეხბურთელმა ულამაზესი გოლით “პარმას” კარი აიღო, შემდეგი ორი გოლი კი მილანურ კლუბებს, ჯერ “მილანს”, ხოლო შემდეგ “ინტერს” გაუტანა “ჯუზეპე მეაცას” სახელობის სტადიონზე. ამის შემდეგ, მარკიზიომ “პალერმოს” და “ჩეზენას” მეკარეთა დამწუხრებაც მოახერხა და თავი იტალიის თასზეც გამოიჩინა “ბოლონიასთან” დაპირისპირებაში.

წყარო: Juventus.Com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

სუპერ იუვენტინო-ბევრი იძახდა ამაზედ ბანძიაო-საინტერესოა ეხლა რას ფიქრობენ…… მარკიზიო იუვეს მომავალი კაპიტანია!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

alex-pinturicchio
12 years ago

მაგრად მევასება ეს ბიჭი სუფთა ტურინელია

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x