დაუმარცხებელი ფენომენი – ანუ კონტეს “იუვენტუსი” 2011 წელს
მეშვიდე პოზიციაზე დასრულებული ორი სეზონის შემდეგ ვინ წარმოიდგენდა, რომ 2011 წლის მეორე ნახევარში ტურინის “იუვენტუსი” საოცარ პროგრესს განიცდიდა და ითამაშებდა ფეხბურთს, რომლითაც მოხიბლული იქნებოდა მთელი მსოფლიო.ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ეს ის მეორე ადგილია, რომლიდანაც პირველ პოზიციამდე ერთი ნაბიჯია, თუ უფრო მცირე არა, ბიანკონერებსა და როსონერის ხომ 34-34 ქულა აქვთ და ცხრილს დამსახურებულად ლიდერობენ, თუმცა, “იუვენტუსი” ამ შემთხვევაში სხვა ფენომენია..
ანდრეა ანიელის, ჯუზეპე მაროტას, ანტონიო კონტეს, ფაბიო პარატიჩისა და კიდევ სხვების მუხლჩაუხრელ შრომაზე საუბარი არ ღირს, უმჯობესია პირდაპირ კონტეს “იუვენტუსის” დახასიათებაზე გადავიდეთ, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურება, ბებერი ქალბატონი ევროპის მასშტაბით ერთადერთი ( ! ) გუნდია, რომელიც არცერთ ტურნირზე არ დამარცხებულა ( + იტალიის თასი ).პირიქით, სერია A – ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ტურინელებმა 9 მოიგეს, 7 კი ფრედ დაასრულეს.
აპენინის ნახევარკუნძულის მასშტაბით “იუვენტუსი” გატანილი და გაშვებული გოლების მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება.კონტეს “უდინეზეს” უკანახაზის შემდეგ საუკეთესო დაცვა ჰყავს, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ ჯიჯი ბუფონის კარში მხოლოდ 11 გოლია გასული, საპასუხოდ კი, ტურინელებმა 27 ბურთის გატანა შესძლეს.
ტურინის “იუვენტუსის” კარის მიმართულებით 3 პენალტია დანიშნული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ზუსტი მხოლოდ 1 აღმოჩნდა, ისიც პირველ შეხვედრაში, პარმას წინააღმდეგ ( 4-1 ), მარეკ ჰამშიკისა და ფრანჩესკო ტოტის შესრულებულმა თერთმეტმეტრიანებმა ბებერი ქალბატონის კარის ბადეს ვერ უწიეს, სლოვაკმა საერთოდ ააცილა კარს, იტალიელმა ლეგენდამ კი დუელი მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერთან, ჯანლუიჯი ბუფონთან წააგო.რაც შეეხება საპასუხო პენალტებს, ერთადერთი და რეალიზებული თერთმეტმეტრიანი არტურო ვიდალმა “ჩეზენას” წინააღმდეგ შეასრულა, თუმცა, რამდენად გაუჭირდა ჩილელს სტუმართა კიპერზე არა, უფრო ცენტრალურ მცველზე გოლის გატანა, მეორე საკითხია.
27 ( +2 იტალიის თასზე ) გატანილი გოლი ბიანკონერებმა ასე გადაინაწილეს.გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კლაუდიო მარკიზიოა 7 გატანილი გოლით, ალესანდრო მატრის ანგარიშზე 6 გოლია, სიმონე პეპემ თავი ხუთჯერ გამოიჩინა, არტურო ვიდალმა და მირკო ვუჩინიჩმა კი ორჯერ.მიმდინარე სეზონში თითო გოლი შემდეგი ფეხბურთელების ანგარიშზეა : კრასიჩი, ესტიგარიბია, ჯაკერინი, ბონუჩი, ლიხტშტაინერი და კიელინი.
17 დაპირისპირებიდან ( +1 იტალიის თასი ) ყველაზე ხშირად მოედანზე ანდრეა ბარძალი გამოჩნდა ( 17 ), 16 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ფეხბურთელებმა : კლაუდიო მარკიზიომ, სიმონე პეპემ, ჯორჯო კიელინიმ, შტეფან ლიხტშტაინერმა.15 მატჩი ჩაატარეს : ალესანდრო მატრიმ და ანდრეა პირლომ, 14 – არტურო ვიდალმა და ჯიჯი ბუფონმა, 13 – ალესანდრო დელ პიერომ და ლეონარდო ბონუჩიმ, 12 – ვუჩინიჩმა, 10 – ესტიგარიბიამ და ჯაკერინიმ.9 – პაციენცამ და კვალიარელამ, 7 – მილოშ კრასიჩმა, 6 – პაოლო დე ჩელიემ, 3 – მარკო სტორარიმ, 2 – ფაბიო გროსომ, 1 – ფრედერიკ სორენსემა და ლუკა მარონემ.
ყველაზე უხეშ ფეხბურთელებად ბიანკონერების რიგებში ლეონარდო ბონუჩი და არტურო ვიდალი ითვლებიან, ისინი ხუთჯერ არიან გაფრთხილებულნი.4 ყვითელი ბარათი აქვთ – კლაუდიო მარკიზიოს და ანდრეა პირლოს, 3 – სიმონე პეპეს და ჯორჯო კიელინის, 2 – ემანუელე ჯაკერინის და შტეფან ლიხტშტაინერს, 1 – მირკო ვუჩინიჩს, ალესანდრო მატრის, მიკელე პაციენცას, პაოლო დე ჩელიეს და ფაბიო კვალიარელას.
წითელი ბარათები ტურინელთა როგებში პაოლო დე ჩელიესა და მირკო ვუჩინიჩს მიუღიათ, შესაბამისად “პარმასთან” და “ბოლონიასთან” შეხვედრებში.
საშინაო შეხვედრებში “იუვენტუსი” მეტად წარმატებულად ასპარეზობს, ვიდრე გასვლით დაპირისპირებებში.Juventus Stadium – ზე ჩატარებული რვა მატჩიდან ტურინელებმა 6 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, სტუმრად კი 3 იმარჯვეს და 5 ქულას დასჯერდნენ.სახლში კონტეს შეგირდებმა 20 ქულა მოიპოვეს, სტუმრად 14.
ყველაზე უხვგოლიანი მოგებული მატჩი : “იუვენტუსი” 4 – 1 “პარმა”
ყველაზე უხვგოლიანი ფრედ დასრულებული მატჩი : “ნაპოლი” 3 – 3 “იუვენტუსი”
ყველაზე “მშრალი” მატჩი : “კიევო” 0 – 0 “იუვენტუსი”, “უდინეზე” 0 – 0 “იუვენტუსი”
კონტე მაგარი კაცია,როგორც ფეხბურთელი იყო ბოლომდე მებრძოლი ისე გუნდი დააყენა,ეს იყო იუვეს მთავარი კოზირი ბოლომდე ბრძოლა წლების განმავლობაში და ასეა ეხლაც კონტეს ხელში.ეს იუვე კაპელოს და ლიპის იუვეს მაგონებს,განსხვავება მხოლოდ ისაა ლიპის დროს უფრო შემტევი იყო,კაპელო უფრო სხვა ფეხბურთს ათამაშებდა.საერთო ჯამში ორივეს იყენებს ეხლა კონტე შემტევსაც და დაცვითსაც.კონტეს ფილოსოფია ორივესთანაა ერთად შერწყმული.დიდი ფსიქოლოგიური სამსახური გაუწია კონტეს მოსვლამ გუნდს,რაც ასე აკლდა იუვეს კაპელოს და ლიპის შემდეგ.
მაგას ვერც გავარკვევთ ვის უფრო უყვარს და არცაა საჭირო
ბენფიკამ თასზე არ წააგო? თუ თასს არ თვლი?
ჯერ ერთი რო გეუბნები აქ იგულისხმება მხოლოდ 5 ტოპ ჩემპიონატითქვა ამ 5_ში შენ პორტუგალიასაც გულისხმობ
შენ პორტო და ბენფიკა იცი ვისაც არ წაუგია და იქნება სანმარინოზე და ფარერებზეც არის გუნდი ვინც არ წააგო, იმას რატო არ იძახი?
მე რაღა უნდა გასწავლო, იმას ვერ ხვდები რო პორტუგალია ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში არ მოიაზრება
არც პორტუს ბალეშიკი ვარ და არც ბენფიკას მითუმეტეს,ერთისაც და მეორესიც ეხლა ხო გაიგე?რაც სიმართლეა იმას ვიძახი.მეც ვიცი პორტუს ვინ მოუგო,დაუმარცხებელი რო იყოს ლიგიდან კი არ გავარდებოდა.რო იძახი დაუმარცხებელი მარტო იუვენტუსზე,ბენფიკა დაუმარცხებელი არარის?ლოგიკურად შეხედეთ არა იუვეს ბალეშიკის თვალით.იუვეს ვბალეშიკობ 1996 წლიდან და შენზე მაგრა მიყვარს იუვენტუსი,შენ მე რაუნდა მასწავლო ფეხბურთის.გასაგებად ვთქვი მემგონი და ვინც გაიგო მიხვდება.ევროპის მასშტაბში თურმე პორტუგალია არ შედის,სასაცილოა სატირალი რო არ იყოს
shen izaxi chemi zma ro portugalia evropis wamyvani chempionatio da exa sxvanairad rato laparakob ro izaxi benfika daumarcxebeliao maritimustan vin waago tasze me wavagee. an is ra laparakia shenze magrad miyvars juveo ro eubnebi am kacs shen ra ici vis rogor uyvars juve. an ro gascavlos rame vinmem ra ar kadruloob?! scaleba arasdros araa gasatexi bratci. xan shen ascavli raxacas xan sxva gascavlis egrea dzmao. yovlismcodne nu ggonia chemi dzma tavi chemi txovna iqneba

კონტემ მართლაც უდიდესი სამუშაო გასწია
და სეზონის ბოლოს დაუფასდება კიდეც 
pintu-ricchio
ჩემპიონთა ლიგა რა მოსატანია, მაგას არც ლიგა ექნება ნანახი და მითუმეტეს არც პორტუგალიის ჩემპიონატი
უბრალოდ ფლეშსქორეზე ნახა წაგების გრაფაში ორივე გუნდზე 0 და იქედან ხელმძღვანელობს
იმის მაგივრად რო გაიხაროს იუვეს წარმატებით, პირიქით ეძებს მიზეზს რითი დააკნინოს გუნდის წარმატება
pintunichio
დაუმარცხებელი პორტო?…
20/11/11
Taça de Portugal
Académica 3 – 0 Porto
დაუმარცხებელი ბენფიკა?
03/12/11
Taça de Portugal
Marítimo 2 – 1 Benfica
წყარო: http://www.soccerway.com
+
ჩემპიონთა ლიგაზე პორტოს ზენიტმა 3:1 მოუგო და ჰაპოელმა 2:1 წელს
pintunichio
სად წადი ბიჯო???
მაგი შენ გაარკვია პორტუგალია ვის ეკუთვნის, თუ მოახერხე:D
pintunichio


pintunichio
მრავლობითში რატო ამბობ, მე გამოგეპასუხე და ერთი კაცი კიდე და დააკონკრეტი ვის გულისხმობ
pintunichio
შენა პატარა აზრზე მოდი რას წერ თუარა განახება ვინ არაა ფეხბურთის და ამ ცხოვრების აზრზე
ცოტა ლაპარაკს დაუკვირდი თუარა დაგავიწყებ პორტუსაც და ბენფიკასაც
კითხვა დასვი რატო თვლიდნენ იუვეს ევროპაში ერთადერთ წაუგებელ გუნდად და გიპასუხე რატომაც და შენ ბენფიკას ფანი ტუ ხარ და ძან თუ გაწუხებს მისი ბედი მაშინ მისამართი შეგშლია
აზრზე არა ხართ რას წერთ
აზრზე არა ხართ ფეხბურთის რა,პორტუაგალია თუ არაა წამყვანი ლიგა აბა საქართველოს ჩემპიონატი საერთოდ რა მოსატანია მაგათთან.ზუგდიდის ბაია არა იხვის ტოლმა კიდე.ევროპის მასშტაბით რო ამბობთ მაგაზე მიპასუხეთ პორტუგალია ევროპაში არ შედის?თუ აზიას ეკუთვნის?მიპასუხე ერთი შენ ფეხბურთის მაგარო მცოდნე.
მე მგონი არ უყიდიათ უბრალოდ სურვილის დონეზეა ჯერ
es yvelaferi kargi magram gavige borielo iyideso da es martaliaaa tu icit vinmem??????

pintunichio
მასე საქართველოში ზუგდიდის ბაია რო იყოს წაუგებელი, ჯიჯი უნდა გამოვიდეს და თქვას ჩვენ ევროპაში წაუგებლები ვართ ბაიასთან ერთადო?:D თუ ჩვენ არ შევდივართ ევროპაში
რა შუაშია კიარა თავშია 5 ტოპ ჩემპიონატის გუნდებიდა წაუგებელი მარტო იუვეა
ზუგდიდის ბაიაზე მაგარი იყო. წარმომიდგენია ბუფონი პრენსკომფერეციაზე რო ამბობს, ზუგდიდის ბაია და იუვენტუსია მხოლოდ დაუმარცხებელიო :D :D
პორტუგალია რა ცალკე სახელმწიფოა თუ ევროპაში არ შედის???ვერ დაგეთანხმები რა შუაშია ევროპის ხუთეული დაუმარცხებელი დაუმარცხებელია და მორჩა,იუვე და ბენფიკა დაუმარცხებლები არიან,რახან იუვეს ვბალეშიკობთ იმას არ ნიშნავს რო ვიძახოთ მართო ჩვენი გუნდია დაუმარცხებელი.ეს სიმართლეა და ყველამ გაიგეთ!!!
ბორიელო მათლა იყიდეს???

ჩვენ კი გვაქვს მილანზე ნაკლები ბუთების შეფარდება მაგრამ უეფას ოფიციალურ საიტზე მაინც პირველ ადგილზე ვართ იმიტო რო მილანთან მოგება გვაქვს… და ახალი წესებით როგორც მე ვიცი ურთიერთშეხვედრების მიხედვით წყდება პირველ-მეორე ადგილი )))
pintunichio
ეცროპის ხუთეული იგულისხმება ანუ ესპანეთი ინგლისი იტალია გერმანია საფრანგეთი
მარტო იუვე არაა დაუმარცხებელი და ეგეთ რამეს ნუ წერთ სიმართლეს გავუსწოროთ თვალი,პორტუ და ბენფიკაც დაუმარცხებლები არიან თავის ჩემპიონატში,ბენფიკა საერთოდ ლიგაზეც დაუმარცხებელია.რათქმაუნდა კარგია იუვე რო დაუმარცხებელია,მაგრამ სხვა ჩემპიონატებსაც გადახედეთ მარტო იტალიას რო უყურებთ!
აქ ლაპარაკია ყველა ტურნირზე და თუ კარგად გადაამოწმებ ნახავ რომ ბენფიკას წაგებული აქვს ისევე როგორც პორტუს
საღოლ darja კაი სტატიაა

საღოლ გიო
ჯიგრული სტატიაა
ბურთების შეფარდებითაა პირველზე მილანი, +19 აქვს როსონერის, +16 ჩვენ..