დაუმარცხებელი ფენომენი – ანუ კონტეს “იუვენტუსი” 2011 წელს
მეშვიდე პოზიციაზე დასრულებული ორი სეზონის შემდეგ ვინ წარმოიდგენდა, რომ 2011 წლის მეორე ნახევარში ტურინის “იუვენტუსი” საოცარ პროგრესს განიცდიდა და ითამაშებდა ფეხბურთს, რომლითაც მოხიბლული იქნებოდა მთელი მსოფლიო.ამ მომენტისთვის, ანტონიო კონტეს გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა ეს ის მეორე ადგილია, რომლიდანაც პირველ პოზიციამდე ერთი ნაბიჯია, თუ უფრო მცირე არა, ბიანკონერებსა და როსონერის ხომ 34-34 ქულა აქვთ და ცხრილს დამსახურებულად ლიდერობენ, თუმცა, “იუვენტუსი” ამ შემთხვევაში სხვა ფენომენია..
ანდრეა ანიელის, ჯუზეპე მაროტას, ანტონიო კონტეს, ფაბიო პარატიჩისა და კიდევ სხვების მუხლჩაუხრელ შრომაზე საუბარი არ ღირს, უმჯობესია პირდაპირ კონტეს “იუვენტუსის” დახასიათებაზე გადავიდეთ, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურება, ბებერი ქალბატონი ევროპის მასშტაბით ერთადერთი ( ! ) გუნდია, რომელიც არცერთ ტურნირზე არ დამარცხებულა ( + იტალიის თასი ).პირიქით, სერია A – ში ჩატარებული 16 შეხვედრიდან ტურინელებმა 9 მოიგეს, 7 კი ფრედ დაასრულეს.
აპენინის ნახევარკუნძულის მასშტაბით “იუვენტუსი” გატანილი და გაშვებული გოლების მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება.კონტეს “უდინეზეს” უკანახაზის შემდეგ საუკეთესო დაცვა ჰყავს, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ ჯიჯი ბუფონის კარში მხოლოდ 11 გოლია გასული, საპასუხოდ კი, ტურინელებმა 27 ბურთის გატანა შესძლეს.
ტურინის “იუვენტუსის” კარის მიმართულებით 3 პენალტია დანიშნული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ზუსტი მხოლოდ 1 აღმოჩნდა, ისიც პირველ შეხვედრაში, პარმას წინააღმდეგ ( 4-1 ), მარეკ ჰამშიკისა და ფრანჩესკო ტოტის შესრულებულმა თერთმეტმეტრიანებმა ბებერი ქალბატონის კარის ბადეს ვერ უწიეს, სლოვაკმა საერთოდ ააცილა კარს, იტალიელმა ლეგენდამ კი დუელი მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერთან, ჯანლუიჯი ბუფონთან წააგო.რაც შეეხება საპასუხო პენალტებს, ერთადერთი და რეალიზებული თერთმეტმეტრიანი არტურო ვიდალმა “ჩეზენას” წინააღმდეგ შეასრულა, თუმცა, რამდენად გაუჭირდა ჩილელს სტუმართა კიპერზე არა, უფრო ცენტრალურ მცველზე გოლის გატანა, მეორე საკითხია.
27 ( +2 იტალიის თასზე ) გატანილი გოლი ბიანკონერებმა ასე გადაინაწილეს.გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კლაუდიო მარკიზიოა 7 გატანილი გოლით, ალესანდრო მატრის ანგარიშზე 6 გოლია, სიმონე პეპემ თავი ხუთჯერ გამოიჩინა, არტურო ვიდალმა და მირკო ვუჩინიჩმა კი ორჯერ.მიმდინარე სეზონში თითო გოლი შემდეგი ფეხბურთელების ანგარიშზეა : კრასიჩი, ესტიგარიბია, ჯაკერინი, ბონუჩი, ლიხტშტაინერი და კიელინი.
17 დაპირისპირებიდან ( +1 იტალიის თასი ) ყველაზე ხშირად მოედანზე ანდრეა ბარძალი გამოჩნდა ( 17 ), 16 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ფეხბურთელებმა : კლაუდიო მარკიზიომ, სიმონე პეპემ, ჯორჯო კიელინიმ, შტეფან ლიხტშტაინერმა.15 მატჩი ჩაატარეს : ალესანდრო მატრიმ და ანდრეა პირლომ, 14 – არტურო ვიდალმა და ჯიჯი ბუფონმა, 13 – ალესანდრო დელ პიერომ და ლეონარდო ბონუჩიმ, 12 – ვუჩინიჩმა, 10 – ესტიგარიბიამ და ჯაკერინიმ.9 – პაციენცამ და კვალიარელამ, 7 – მილოშ კრასიჩმა, 6 – პაოლო დე ჩელიემ, 3 – მარკო სტორარიმ, 2 – ფაბიო გროსომ, 1 – ფრედერიკ სორენსემა და ლუკა მარონემ.
ყველაზე უხეშ ფეხბურთელებად ბიანკონერების რიგებში ლეონარდო ბონუჩი და არტურო ვიდალი ითვლებიან, ისინი ხუთჯერ არიან გაფრთხილებულნი.4 ყვითელი ბარათი აქვთ – კლაუდიო მარკიზიოს და ანდრეა პირლოს, 3 – სიმონე პეპეს და ჯორჯო კიელინის, 2 – ემანუელე ჯაკერინის და შტეფან ლიხტშტაინერს, 1 – მირკო ვუჩინიჩს, ალესანდრო მატრის, მიკელე პაციენცას, პაოლო დე ჩელიეს და ფაბიო კვალიარელას.
წითელი ბარათები ტურინელთა როგებში პაოლო დე ჩელიესა და მირკო ვუჩინიჩს მიუღიათ, შესაბამისად “პარმასთან” და “ბოლონიასთან” შეხვედრებში.
საშინაო შეხვედრებში “იუვენტუსი” მეტად წარმატებულად ასპარეზობს, ვიდრე გასვლით დაპირისპირებებში.Juventus Stadium – ზე ჩატარებული რვა მატჩიდან ტურინელებმა 6 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, სტუმრად კი 3 იმარჯვეს და 5 ქულას დასჯერდნენ.სახლში კონტეს შეგირდებმა 20 ქულა მოიპოვეს, სტუმრად 14.
ყველაზე უხვგოლიანი მოგებული მატჩი : “იუვენტუსი” 4 – 1 “პარმა”
ყველაზე უხვგოლიანი ფრედ დასრულებული მატჩი : “ნაპოლი” 3 – 3 “იუვენტუსი”
ყველაზე “მშრალი” მატჩი : “კიევო” 0 – 0 “იუვენტუსი”, “უდინეზე” 0 – 0 “იუვენტუსი”
მართლა რა აზრი აქვს რომელზე ვწერივართ
როგორც არ უნდა გაწელოთ თუ დაამოკლოთ მაინც თანაბარი ქულები გვაქვს
პირად შეხვედრებს რაც შეეხება ვინ მოიგო კი იცით
აზრი მაინც ქონდეს მაგ პირველ ადგილს ამ ეტაპზე :D მთავარი ის არის დარჩენილ ტურებს ვინ უფრო კარგად ითამაშებს იუვე თუ მილანი და აი იქ გაირკვევა ყველაფერი.
რა მნიშვნელობა აქვს,ერთნაირი ქულებით თუ დაამთავრეს ჩემპიონატი ფინალის პონტში ითამაშებენ 1 თამაშს და ვინც მოიგებს ის გახდება ჩემპიონი :D მაქამდე დიდი დროა , ეხა მთავარია კარგად დაიწყონ . წინაზეც 2 რეზე ვიყავით მარა რეეები დაემართად გახსოვთ :(
dzmao uefas oficialur saitze weria juve pirvelze da amit yvelaferi natelia magaze mnishvnelovani da mtavari saiti raxa gindat fexburtshi. raxan iq juvea pirvelze eseigi egrea xoda chamoxsenit es milkani pirvelidan
იუვე წელს ჩემპიონია. ორივე ტურნირზე/

რა ვერ გაიგეთ რატომ არის მილანი პირველზე და მეტი თამაში მოიგო მილანმა და თუ ჩემპიონატი დასრულდა ერთნაირი ქულებით და ჯუვემ გასვლა ფრე თუ ითამაშა ჯუვეა ჩემპიონი რაც არუნდა მეტი მოგება ქონდეს მილანს მაინცცცცცცცცცცცცცცცცცცფორზა ჯუვე
ამდენი ხანი რო ვერ გავარკვიეთ მილანი რატოა პირველ ადგილზე

არც ბურთებით არაა და არც ურთიერთშეხვედრებით, ვისაც უფრო მეტი მოგება აქ ის უფრო წინაა, მილანმა 10 მოიგო ჩვენ 9
ბურთებით მილანი გვჯობნის რატო არა?
მაგრამ იტალიაში არც ბურთებს არც ურთიერთშეხვედრებს და არც ანბანს არ აქვს მნიშვნელობა… თანაბარი ქულების შემთხვევაში ტარდება დამატებით მატჩი… და ამ მომენტში ვისაც როგორ უნდა ისე დაწერს ცხრილში… ზოგი ანბანის მიხედვით, ზოგი ქულებით და ზოგი ურთიერთშეხვედრებით
მე მგონი ურთიერთშორის შეხვედრებია ჯერ და მერე ბურთები და მეორეზე რატო ვართ? გამარკვიეთ ვინმემ რა
მეც მაგ მაინტერესებს იმიტომ რომ 2 წლის წინ მილანს და იუვეს ერთნაირი ქულები ქონდა და იუვე გავიდა მეორე ადგილზე და მილანი მესამეზე რადგან ურთიერთთამაშებში იუვეს ქონდა ორივე მოგებული და აქ რატო ვართ მეორეზე ????????
http://mydisk.ge/download.php?id=umajuhymy ჯუვეს სტადიონის გახსნის ცერემონია თავიდან ბოლომდე:)))
რამოდენიმე დგის წინ მეც დავტოვე კომენტარი და იკაც იგივე პასუხი იკო რო ბენფიკა და პორტო არიან კიდეო და მაშინ აგარ გავეცი პასუხი.იმის მაგივრად რო გაგიხარდეთ მიზეზს ედზებთ რო გუნდის დამსახურება დაადაბლოდ.მე რო ვიკო ადმინი ბანს დაგადებდი მარა სამწუხაროდ არ არი ჩემზე დამოკიდებული. ფორზაა კონტეე
შემდეგ ტურში პირველზე ვიქნებით არამგონია მილანმა ბერგამოში მოუგოს ატალანტას
წააგო და წააგო ერთი ბენფიკას ზედ პორტოსიც კიდე!!!
პორტუგალიის ჩემპიონსატი და ესპანეთის ჩემპიონატი 2 გუნდიანია, იქ ბენფიკა, პორტუ, იქ ბარსელონა, რეალი, აქმ ტურნირებში დანარჩენი გუნდები იბრძვიან მე ადგილისთვის და ეს მათი პირველი ადგილია, ვერანაირად ვერ შეადარებთ სერია A ს პორტუგალიის ჩემპიონატს, კონკურენციის მხრივ 5 ეულიდან 3 ჩემპიონატია რომლებშიც აუნდობელი ბრძოლაა პირველი ადგილისთვის, სერია A, ბუნდესლიგა, პრემიერ ლიგა და ასე თუ ისე ერედივიზიონი, პორტუგალიის ჩემპიონატი 5 ში არაა,
1.primera division
2.premier league
3.bundesleague
4.seria A
5.eredivision
იმედია გამოსწორდება და ისევ მე 3 ადგილს დაიბრუნებს სერია A უფრო მაღლა თუ არა და უფრო მაღლაც იქნება
მე 3 ადგილისთვის იბრძვიან, უნდა მეთქვა
ერედივიზიონის მაგივრად საფრანგეთია
წაუგებლობა კი კარგია , მაგრამ ერთი კარგი თავდამსხმელი უნდა დაიმატოს კონტემ რა ;\ აი ტორესიიიიიი
pintunichio
2011 წლის 2 დეკემბერს, პარასკევს, ბენფიკამ პორტუგალიის თასის გასვლაზე 2-1 წააგო მარიტიმოსთან, წააგო გესმის ?
წაუგებელში ყველა ტურნირი იგულისხმება და იცოდე რას ლაპარაკობ..დაგიკოპირა კაცმა და მაინც შენ უაზრობას ამტკიცებ..
– – – აჰა – – –