ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ზაფხულში “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე იგუაინი იქნება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გეგმავს შეტევის წინა ხაზის გაძლიერებას და მადრიდის „რეალიდან“ არგენტინელი გონსალო იგუაინის შეძენას. მოგეხსენებათ, რომ არგენტინელს წინა სეზონისგან განსხვავებით თავის გამოჩენის უფრო ცოტა შანსი ეძლევა. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფრანგ კარიმ ბენზემას დაუთმო რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. „იუვენტუსს“ რამდენიმე წლის წინ სურდა იგუაინის შეძენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გარდა „ბიანკონერისა“ 24 წლის არგენტინელის შეძენა რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“, გამდიდრებულ „პსჟ–ს“ და მის მშობლიურ კლუბს „რივერ პლეიტს“ სურთ. გონსალოს სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო:tuttomercatoweb

37 thoughts on “ზაფხულში “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე იგუაინი იქნება

  1. გენიალური ტრანსფერია-მივესალმები რომელია, ეგ თუ გამოვა იქნება იდეალური-წარმოაიდგინეთ მატრი, კვალი, ალექსი, ბორიელო, იგუაინი-ავოეეეეე!!!!

    ვიოცნებებ ცოტაააას-ამას დავამატოთ მასკერანო,კასერესი, ნანი და მერე ვნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე ყველას ფეხები რომ აუკანკალდება ჩვენთან თამაშისას!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee:

  2. მაგრა მინდა გადმოვიდეს, მარა მგონია რო როგორც ხდბეა ხოლმე ინტერესდებიან აკვირდებიან მერე 2 წელი ვაჭრობენ და ბოლოს ისევ კატანიას ან კალიარის თავდამსხმელს იყიდინა, სუ ეგრეა არაა იუვე 30-ის გადამხდელი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.