ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვის დაიმატებს და ვის გაასხვისებს ჯუზეპე მაროტა ?

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჯუზეპე მაროტა და მისი თანაშემწეები კი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ დასახულ მიზნებს.ფაქტია, ბიანკონერები რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომელ პოზიციებს გააძლიერებენ ისინი.

მარკო ბორიელოსადმი ინტერესის შესახებ სპორტული პრესა უკვე კარგა ხანია წერს, მეტიც, იტალიელ ფორვარდს ტურინულ გრანდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, ტრანსფერის დეტალები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოგვარდება.მაროტა “მილანის” ყოფილ ფეხბურთელს ან 8 მილიონად შეიძენს, ან 1 მილიონად 6 თვიან არენდას გაუფორმებს.როგორც გაცნობეთ, ანტონიო კონტეს ბორიელოს წაყვანა დუბაიში, ზამთრის შეკრებაზე სურს, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ტრანსფერისთვის სკაუტების განკარგულებაში სამი დღეა, რადგან უკვე 30 დეკემბერს, ბიანკონერები შორეულ გაერთიანებულ საამიროებს ეწვევიან.

პირლოს, მარკიზიოსა და ვიდალისგან შემდგარი ნახევარდაცვა მიმდინარე სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურება, თუმცა ტურინელები მინიმუმ ერთი ნახევარმცველის დამატებას როგორც სჩანს, მაინც აპირებენ.ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რიკარდო მონტოლივო სახელდება, მაგრამ რამდენად დათანხმდება იების ყოფილი კაპიტანი ტურინელთა შემოთავაზებას, მეორე საკითხია.გარდა მონტოლივოსა, ტურინელთა რადარზე იმყოფება ანჯელო პალომბოც, რომელიც სერია B – ში გავარდნილი “სამპდორიას” დატოვებასთან ძალზედ ახლოსაა.განიხილება “შტუდგარტის” შუახაზელის, ზდრავკო კუზმანოვიჩის ვარიანტიც.დაცვის გაძლიერების უმთავრესი კანდიდატი მარტინ კასერესი რომ არის, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.”სევილიას” ცენტრალური მცველისადმი ინტერესს ბიანკონერები რამდენიმე თვეა იჩენენ და გასაკვირი არ იქნება, იანვრის დასაწყისშივე ურუგვაელი ტურინულ გრანდში თუ ჩაერიცხება.

რაც შეეხება გუნდიდან წასვლის პირას მყოფ ფეხბურთელებს, მათი რიცხვიც საკმაოდ მაღალია.უპირველეს ყოვლისა, მაროტა – პარატიჩის დუეტი შემტევი ხაზის შეთხელებას აპირებს, ამისთვის კი გუნდი სამმა ფორვარდმა უნდა დატოვოს.კარვალიო ამაურის დღეები ტურინის “იუვენტუსში” დათვლილია, უკანასკნელი ინფორმაციით, მაროტამ ბრაზილო – იტალიელი “ჯენოას” შესთავაზა და სავარაუდოდ, ეს ტრანსფერიც მალე მოგვარდება.ვინჩენცო იაკინტასადმი ინტერესს ძალიან ბევრი გუნდი იჩენს, მათ შორისაა “სიენა”, “ნოვარა”, “ლეჩე”, “ფიორენტინა” და “ჩეზენა”. ლუკა ტონი კი, კარიერას სავარაუდოდ საზღვარგარეთ განაგრძობს.ჯერ – ჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა გუნდს წელიწადნახევრის წინ 15 მილიონად შეძენილი მილოშ კრასიჩი, თუმცა ევროპული გრანდების ინტერესი მის მიმართ ნამდვილად არსებობს.ფავორიტი სერბისთვის ბრძოლაში ლონდონის “ჩელსია”, თუმცა სახელდება მილანური “ინტერის” ვარიანტიც.

წყარო : Tuttojuve

30 thoughts on “ვის დაიმატებს და ვის გაასხვისებს ჯუზეპე მაროტა ?

  1. ბიჩებო ესპანურიი გაზეტებიი ცერს და ასევე ტელევიზორშიდაც აცხადებენ იგუანიზეე იუვეე მაგრად ინტერსდებაო და ზაპხულში უეჩველიი იყიდისოო ასევე ჩელსიც შეეცდებაო მის ყიდვასოო და ტუ ჩვენ ვიყიდეტ გაასცორებს მაგრად

  2. ვიკიპედიაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რედაქტირების გაკეთება . ეგ სანდო წყარო არ არის . დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას კასერესის თაობაზე

  3. ააა მაგის მიხედვით თუ ჯამდება საბოლოო შედეგი მასინ გასაგებია
    ისე თავიდან არ მინდოდა შვეცარიალი გუნდში მარა მგელი ყოფილა :chuvak: :lool: , მაიკონის მთავარი კონკურებტია საუკეთესო მცველობაზე

    :italy:

  4. დათკა
    ხო ლიხშტაინერმა არ “გამიმართლა” ყველაზე მეტად :lool:
    მართლა იცის სად თამაშობს
    ხო ჯიჯიმ ის პენალტი რო აუღო ტონის იმიტო ვართ დღეს ევროპაში წაუგებლები :chuvak: და ბუფონიც თიტქმის შეუცდომელი იყო ამ ტვეში

    1. ნოვარასთან და რომასთან ჯიჯიმ კარგად ითამაშა . მაგრამ მე უშუალოდ საშუალო შეფასებებიდან გამომდინარე ვაქვეყნებ თვის ფეხბურთელს და ქულების მიხედვით ლიხტი პირველია

  5. დათკა
    ლიხშტაინერი ამ თვის საუკეთესოა თუ 1 ნახევრის?
    თუ პირველი ნახევრის მაშინ ეკუთვნის და თუ ამ თვის, ამ თვეში ჯიჯი იყო საუკეთესი ჩემი აზრით :chuvak:

  6. იგუაინი მაგარი კი არა , ექსტრა კლასის ფორვარდია , მაგრამ იანვარში მაგისი ტრანსფერი გამორიცხულია . იმედი მაქვს მაროტა ზაფხულში მოაგვარებს მაგ საქმეს .

    ეხლა კიდე , იმედია მირკო მალე მომჯობინდება :love:

  7. ჩემი აზრით ჯობია ამ ეტაპზე ბორიელოს მოყვანას აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე,თუნდაც გაბიადინი ძალიან მაგარია!! და თან გაიზრდება გუნდში,იგივე ნახევარზე,ის ახალგაზრდა ბიჭი რომ გვყავს,მორონე მგონი,ბოლონიასთან რომ იყო,ძალიან მომეწონა მე,ასევე პასკუატო გვყავს ლეჩეში,რომლის დაბრუნებაც შეიძლება,დაცვაშიც კასერესს ალბათ ფლანგს შეუცვლის,მარცხნივ გაწევს, ჯოვინკოც გვყავს, ასე რომ ბევრი ფულის დახარჯვა შეცდომა იქნება ალბათ, მაშინ როცა კრასიჩი,ტონი ,დელპიერო,ელია,კვალიარელა ან ვუჩინიჩი სკამზე დაგვრჩებიან,იაკიტნას და ამაურის აღარ ვიხსენებ,იაკინტას რომ აცადონ კიდევ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ჯობია წავიდეს დროულად

  8. მაგარი უაზრო ფეხბურთელებით ინტერესდებიან და უფრო უაზროებს მოიყვანენ … მონტელივო გაასწორებდა მხოლოდ დანარჩენი ნაგავია .. კიდევ კრასიჩი არ მინდა გაუშვან :loool:

  9. lasha chachava
    შენ კიდე რაც არიცი ჰაერზე ნუ ლაპარაკონ, ჩემი მისამართით
    დელპიერო არ მიხსენებია 3 თვეა, რა დელპიეროს გულშემატკივრობაზე მელაპარაკები ან კიდე დელპიეროს ფანი თუ არ ხარ რა გინდა აქ?

  10. juve_alex

    არ დებენ მაგ Football Italia – ზე სტატიებს გავიგეთ, ვნახეთ, მოვისმინეთ, ყველა კომენტარში ამის დაწერა შეიძლება ? დაუსრულებლად ფლუდაობ უკვე.. :blin:

    Tuttojuve წერს პარმას ჯოვინკოს ტურინში დაბრუნება უნდა რამდენიმე ფეხბურთელის სანაცვლოდო, მგონის ტონის, იაკინტას ან ამაურის მაგივრად..უფრო კონკრეტული ინფორმაცია დაიდება და გადმოვთარგმნი..

  11. სანამ კრასიჩი გვათრევდა კარგი იყო : )ეხლა კი წიხლისკვრით უნდა გავაგდოთ?მე მოვიცდიდი .მაგ პონტში პეპესაც უშვებდნენ და დარჩა

  12. იაკინტა ფიორეში მინდა რო გადავიდეს, სიენა, ნოვარა და ჩეზენა მისი დონის კლუბები ნამდვილად არ არის, აი ფიორენტინას დონეს კი იაკინტა სავასებით აკმაყოფილებს. ამაური თითქმის ჯენოაშია, წარმატებები მას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.