ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვის დაიმატებს და ვის გაასხვისებს ჯუზეპე მაროტა ?

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჯუზეპე მაროტა და მისი თანაშემწეები კი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ დასახულ მიზნებს.ფაქტია, ბიანკონერები რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომელ პოზიციებს გააძლიერებენ ისინი.

მარკო ბორიელოსადმი ინტერესის შესახებ სპორტული პრესა უკვე კარგა ხანია წერს, მეტიც, იტალიელ ფორვარდს ტურინულ გრანდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, ტრანსფერის დეტალები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოგვარდება.მაროტა “მილანის” ყოფილ ფეხბურთელს ან 8 მილიონად შეიძენს, ან 1 მილიონად 6 თვიან არენდას გაუფორმებს.როგორც გაცნობეთ, ანტონიო კონტეს ბორიელოს წაყვანა დუბაიში, ზამთრის შეკრებაზე სურს, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ტრანსფერისთვის სკაუტების განკარგულებაში სამი დღეა, რადგან უკვე 30 დეკემბერს, ბიანკონერები შორეულ გაერთიანებულ საამიროებს ეწვევიან.

პირლოს, მარკიზიოსა და ვიდალისგან შემდგარი ნახევარდაცვა მიმდინარე სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურება, თუმცა ტურინელები მინიმუმ ერთი ნახევარმცველის დამატებას როგორც სჩანს, მაინც აპირებენ.ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რიკარდო მონტოლივო სახელდება, მაგრამ რამდენად დათანხმდება იების ყოფილი კაპიტანი ტურინელთა შემოთავაზებას, მეორე საკითხია.გარდა მონტოლივოსა, ტურინელთა რადარზე იმყოფება ანჯელო პალომბოც, რომელიც სერია B – ში გავარდნილი “სამპდორიას” დატოვებასთან ძალზედ ახლოსაა.განიხილება “შტუდგარტის” შუახაზელის, ზდრავკო კუზმანოვიჩის ვარიანტიც.დაცვის გაძლიერების უმთავრესი კანდიდატი მარტინ კასერესი რომ არის, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.”სევილიას” ცენტრალური მცველისადმი ინტერესს ბიანკონერები რამდენიმე თვეა იჩენენ და გასაკვირი არ იქნება, იანვრის დასაწყისშივე ურუგვაელი ტურინულ გრანდში თუ ჩაერიცხება.

რაც შეეხება გუნდიდან წასვლის პირას მყოფ ფეხბურთელებს, მათი რიცხვიც საკმაოდ მაღალია.უპირველეს ყოვლისა, მაროტა – პარატიჩის დუეტი შემტევი ხაზის შეთხელებას აპირებს, ამისთვის კი გუნდი სამმა ფორვარდმა უნდა დატოვოს.კარვალიო ამაურის დღეები ტურინის “იუვენტუსში” დათვლილია, უკანასკნელი ინფორმაციით, მაროტამ ბრაზილო – იტალიელი “ჯენოას” შესთავაზა და სავარაუდოდ, ეს ტრანსფერიც მალე მოგვარდება.ვინჩენცო იაკინტასადმი ინტერესს ძალიან ბევრი გუნდი იჩენს, მათ შორისაა “სიენა”, “ნოვარა”, “ლეჩე”, “ფიორენტინა” და “ჩეზენა”. ლუკა ტონი კი, კარიერას სავარაუდოდ საზღვარგარეთ განაგრძობს.ჯერ – ჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა გუნდს წელიწადნახევრის წინ 15 მილიონად შეძენილი მილოშ კრასიჩი, თუმცა ევროპული გრანდების ინტერესი მის მიმართ ნამდვილად არსებობს.ფავორიტი სერბისთვის ბრძოლაში ლონდონის “ჩელსია”, თუმცა სახელდება მილანური “ინტერის” ვარიანტიც.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi kipshidze
12 years ago

didebashvili
ამაური რატო არ უნდა გაუშვან?

bibobibo
12 years ago

ბიჩებო ესპანურიი გაზეტებიი ცერს და ასევე ტელევიზორშიდაც აცხადებენ იგუანიზეე იუვეე მაგრად ინტერსდებაო და ზაპხულში უეჩველიი იყიდისოო ასევე ჩელსიც შეეცდებაო მის ყიდვასოო და ტუ ჩვენ ვიყიდეტ გაასცორებს მაგრად

amauri carvalho
12 years ago

au arc amauri ar unda gaushvan raaa

lasha naxucrishvili
12 years ago

კრასიჩის გაშვება იქნება ძალიან დიდი დებილობაააააააა (ეს კიდევ რბილად ნათქვამია) !!!!!!!!!!!!!!!!!

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ვიკიპედიაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რედაქტირების გაკეთება . ეგ სანდო წყარო არ არის . დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას კასერესის თაობაზე

12 years ago

კრასიჩი როგორც მახსოვს 13 მილიონად იყიდა მაროტამ

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to 

15 IYO

beqa miqadze
12 years ago

კასერესი დავიმატეთ უკვე.wikipediaze კასერესს იუვე უწერია

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  beqa miqadze

VA MARTLA EGRE UCERIA DA ROGOR GAIVIGOT EXA MARTLA DAVIMATET TU ARA :chuvak:

Nachke
12 years ago

ინტერი როგორ ამოცუნცულდა ნელ-ნელა :loool:

Di Francesco # 1
12 years ago

ააა მაგის მიხედვით თუ ჯამდება საბოლოო შედეგი მასინ გასაგებია
ისე თავიდან არ მინდოდა შვეცარიალი გუნდში მარა მგელი ყოფილა :chuvak: :lool: , მაიკონის მთავარი კონკურებტია საუკეთესო მცველობაზე

:italy:

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ხო ლიხშტაინერმა არ “გამიმართლა” ყველაზე მეტად :lool:
მართლა იცის სად თამაშობს
ხო ჯიჯიმ ის პენალტი რო აუღო ტონის იმიტო ვართ დღეს ევროპაში წაუგებლები :chuvak: და ბუფონიც თიტქმის შეუცდომელი იყო ამ ტვეში

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ნოვარასთან და რომასთან ჯიჯიმ კარგად ითამაშა . მაგრამ მე უშუალოდ საშუალო შეფასებებიდან გამომდინარე ვაქვეყნებ თვის ფეხბურთელს და ქულების მიხედვით ლიხტი პირველია

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ლიხტშტაინერი მე თუ მკითხავთ , ერთ ერთი საუკეთEსოა ამ სეზონში და რაც მთავარია ყველაზე სტაბილურია

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ლიხშტაინერი ამ თვის საუკეთესოა თუ 1 ნახევრის?
თუ პირველი ნახევრის მაშინ ეკუთვნის და თუ ამ თვის, ამ თვეში ჯიჯი იყო საუკეთესი ჩემი აზრით :chuvak:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

იგუაინი მაგარი კი არა , ექსტრა კლასის ფორვარდია , მაგრამ იანვარში მაგისი ტრანსფერი გამორიცხულია . იმედი მაქვს მაროტა ზაფხულში მოაგვარებს მაგ საქმეს .

ეხლა კიდე , იმედია მირკო მალე მომჯობინდება :love:

david alkhanishvili
12 years ago

ჩემი აზრით ჯობია ამ ეტაპზე ბორიელოს მოყვანას აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე,თუნდაც გაბიადინი ძალიან მაგარია!! და თან გაიზრდება გუნდში,იგივე ნახევარზე,ის ახალგაზრდა ბიჭი რომ გვყავს,მორონე მგონი,ბოლონიასთან რომ იყო,ძალიან მომეწონა მე,ასევე პასკუატო გვყავს ლეჩეში,რომლის დაბრუნებაც შეიძლება,დაცვაშიც კასერესს ალბათ ფლანგს შეუცვლის,მარცხნივ გაწევს, ჯოვინკოც გვყავს, ასე რომ ბევრი ფულის დახარჯვა შეცდომა იქნება ალბათ, მაშინ როცა კრასიჩი,ტონი ,დელპიერო,ელია,კვალიარელა ან ვუჩინიჩი სკამზე დაგვრჩებიან,იაკიტნას და ამაურის აღარ ვიხსენებ,იაკინტას რომ აცადონ კიდევ ითამაშებს დიდ ფეხბურთს და ჯობია წავიდეს დროულად

david alkhanishvili
12 years ago

ვა ესტიგარიბია და ჯაკერინი გამომრჩა,ღმერთმა ამრავლოთ :forza: რამდენი ხანია ასეთი არჩევანი არ ყოფილა იუვეში,ალბათ ბოლო 5-7 წელი :juvee:

fenomeno vero <3
12 years ago

higuaini mainc iyidon ianvarshi.borrielos bevrad jobia da vafshe kai fexburtelia

Di Francesco # 1
12 years ago

დათკა
ეტყობა მანჩესტერის თამაშს უყურებდა 10 წუთის წინ დამთავრდა ბერბატოვმა ჰეთრიკი გააკეთა :lool:

gio lortkipanidze
12 years ago

მაგარი უაზრო ფეხბურთელებით ინტერესდებიან და უფრო უაზროებს მოიყვანენ … მონტელივო გაასწორებდა მხოლოდ დანარჩენი ნაგავია .. კიდევ კრასიჩი არ მინდა გაუშვან :loool:

Di Francesco # 1
12 years ago

lasha chachava
შენ კიდე რაც არიცი ჰაერზე ნუ ლაპარაკონ, ჩემი მისამართით
დელპიერო არ მიხსენებია 3 თვეა, რა დელპიეროს გულშემატკივრობაზე მელაპარაკები ან კიდე დელპიეროს ფანი თუ არ ხარ რა გინდა აქ?

Lasha chachava
12 years ago

toni araa gasashvebi berba minda magrad borieloc gaqachavs magrad mgonia

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago
Reply to  Lasha chachava

შენ ხო ვაფშე გემოვნების ეტალონი ხარ იმენა :lool: ბერბატოვი როგორ უნდა ინატრო კაცმა :lool: :lool:

bacho kochlashvili
12 years ago

KRASHICHI MAGRAD AR MINDA CAVIDES MARA TU CAVA IMEDIA INTERSHI AR GADAVA :blin:

Z u R a noniashvili
12 years ago

სანამ კრასიჩი გვათრევდა კარგი იყო : )ეხლა კი წიხლისკვრით უნდა გავაგდოთ?მე მოვიცდიდი .მაგ პონტში პეპესაც უშვებდნენ და დარჩა

Di Francesco # 1
12 years ago

მოტა მიდის ესპანეთში :lool:
აიწყო კარიერა :chuvak:
ვინც გასაშვებია მალე გაუშვან და დალაგდება ნელნელა გუნდი :oldman:

gvasa
12 years ago

იაკინტა ფიორეში მინდა რო გადავიდეს, სიენა, ნოვარა და ჩეზენა მისი დონის კლუბები ნამდვილად არ არის, აი ფიორენტინას დონეს კი იაკინტა სავასებით აკმაყოფილებს. ამაური თითქმის ჯენოაშია, წარმატებები მას.

giorgi tsotsoria
12 years ago

იმას თუ ვეღირსებით რომ ტონი იაკინტა ამაური კრასიჩი ამ ზამთარსვე გავაგდოთ ბრწყინვალე ამბავი იქნება

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x