მარკიზიო: ” კონტე თავდადებული პიროვნებაა “
კლაუდიო მარკიზიოს აზრით “ბებერი ქალბატონის” ხელახლა “გაიუვენტუსების” უკან ანტონიო კონტეს ტაქტიკური გენია იმალება. ზაფხულში კლაუდიოს წასვლის შესახებ ბევრი საუბრობდა, დღეს კი “ბიანკონერებში” ის ხელშეუხებელი ფიგურაა: ” ვფიქრობ, შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებაში კონტეს მონახაზი გვეხმარება. თავს ყოველთვის ცენტრალურ ნახევარმცველად ვთვლიდი, კარგი ტექნიკური მონაცემებითა და განსაკუთრებული მუხტით. ახალი სქემა ძალიან მეხმარება, მისი წყალობით მეტოქეთა დაცვის ხაზსაც ხშირად ვუქმნი ხოლმე პრობლემებს. ჩვენმა მწვრთნელმა ახალი მენტალიტეტი მოიტანა. მისი მთავარი მიზანი და იარაღი იმ შიშის მოცილება იყო, რომელიც წინა წლების წარუმატებლობების გამო დაგვჩემდა. ანტონიოს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და მის ჩანერგვას მუდმივად ცდილობს, უდაოდ თავდადებული პიროვნებაა. ” -აცხადებს მარკიზიო.
ძაან მაგარი კაცია კონტე მჯერა რომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობს
კლაუდიო რა ძმაა