ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ბორიელო, ამაური )

მარკო ბორიელოს ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერი, მარტინ კასერესის მსგავსად სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნის შემდეგ განხორციელდება.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემების გამო ჯუზეპე მაროტამ “რომას” ფორვარდის დამატება მცირე ხნით დააყოვნა და იმ ფეხბურთელების გასხვისებაზე დაიწყო ფიქრი, რომლებიც ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედიან.უპირველეს ყოვლისა საუბარია კარვალიო ამაურიზე, რომლითაც “ჯენოას” შემდეგ უკვე “ფიორენტინაც” ინტერესდება.ფლორენციელებმა ერთ-ერთი ლიდერი, ალბერტო ჯილარდინო გენუურ კლუბში გაასხვისეს და ახლა ამ დანაკლისის შევსებას ამაურის ან მაქსი ლოპესის დამატებით აპირებენ.არგენტინელი ფორვარდი ბრაზილო – იტალიელზე უკეთეს სათამაშო ფორმაში იმყოფება, თუმცა საქმე იმაშია, რომ მისი ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა, “იებს” კი წინახაზელის სანაცვლოს გაცილებით ნაკლების გადახდა სურთ.”იუვენტუსსა” და “ფიორენტინას” შორის მოლაპარაკებები ამაურის თაობაზე უახლოეს საათებში დაიწყება, თუმცა რა შედეგით დასრულდება იგი, ჯერჯერობით უცნობია.ნებისმიერ შემთხვევაში, 3 იანვრის შემდეგ მარკო ბორიელო უპრობლემოდ ჩაერიცხება ბიანკონერების რიგებში.

ყარო : Tuttojuve

52 thoughts on “სატრანსფერო ჭორები ( ბორიელო, ამაური )

  1. რათ უნდათ რა ეს ბორიელო, ბოლოს როდის გაიტანა არ ახსოვს მას და ესენი კიდე ყიდულობენ….არ უნდა ამდენი იტალიელი თავდასხმაში

  2. აუ კარგი მაროტა რა!!! რა ბორილეო ტო!!!! ჩენ ვინმე ყველაზე ცოტა კავანის დონის თავდამსხმელი გვინდა, მატრი მაგარია მარა არაა ისეთი რო რთულ სიტუაციაში თავის თავზე აიღოს თამაში

  3. ეგ ბორიელო ვინ ჩემი ფეხებია მართლა დაბორიალობს ეგ ჩემაა. როგორ არ მევასებააა ეგ ტიპი მაგარი შტერია რა მან ვერსად მოიკიდა ფეხი. ამაზე ფული ხარჯვა სისულელედ მიმაჩნია. დე ჩელიე დასატოვებელია რა თან ძირითადში უნდა ითამაშოშ.

  4. ადმინ ყველა საიტზე დევს რაგაც საახალწლო ბანერი და შენც რო დადო არ შეიძლება რა არის ეს სულ ერთი და იგივე იქნებ თავში იუვეს ლოგო რო არის თოვლის ბაბუის ქუდი დაახურო თავზე კარგი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.