ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “პროგრესირებისთვის სტიმული გვაქვს”

ადამიანი – რომელიც ტურინში გამარჯვებულის სტატუსით მოვიდა და ნამდვილი ლიდერის ფუნქციები შეითვისა.ანდრეა პირლომ Corriere Dello Sport – თან საუბარში გასული წელი შეაფასა.

ღვინის და ყურძნის მიმართ სიყვარული : “შესანიშნავად მახსოვს, ბავშვობაში მამაჩემი ყურძნის დიდი მოტრფიალე იყო, ალბათ სწორედ ამიტომ ძალიან მიყვარს ღვინო.ეს უბრალო გატაცენაა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.ახლა ამ სამუშაოს ნამდვილად არ ვემსახურები.”

მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” დამაჯერებლად გამოიყურება : “ყოველთვის ვცდილობთ, სასიამოვნო ფეხბურთი ვაჩვენოთ.სეზონის დასრულემდე ჯერ კიდევ დიდი დროა და სწორედ ამიტომ, პროგრესირება გვჭირდება.კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ დაუყოვნებლივ “იუვენტუსი” ავირჩიე.ძალიან მომწონს ის პროექტი, რომელსაც კლუბი, გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა ანხორციელებს.გუნდის თითოეული წევრი ენთუზიაზმით სავსეა და სწორედ ამიტომ – “ბებერი ქალბატონი” უდიდესი გუნდია.რაც შეეხება ჩემს თამაშს, მინდა მოედანზე კიდევ 5-6 წელი ვიყო.ძალიან მინდოდა გოლი შობამდე გამეტანა, რადგან ამის შანსი ნამდვილად მქონდა, არაუშავს, დღესასწაულების შემდეგ აუცილებლად გავიტან.ნებისმიერ შემთხვევაში, შესანიშნავ კოლექტივში მოვხვდი და ყოველი თანაგუნდელის გოლი ისევე მიხარია, როგორც ჩემი.”

კონტე და თანაგუნდელები : “იუვენტუსი” თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება.ნებისმიერ ფეხბურთელს მეორე მოთამაშის შეცვლა დამაჯერებლად შეუძლია.გუნდს ანტონიო კონტეს ხელი აშკარად ეტყობა.ის, რომ მწვრთნელი გუნდის ლიდერია, მან ბარდონეკიოში დაგვანახა.ჩვენ მისი გეგმის მიხედვით ვვარჯიშობთ და ხედავთ, შედეგი სახეზეა.ანტონიო – დიდი ადამიანია, იგი ქარიზმატული პიროვნებაა, აქვს გამარჯვების უდიდესი სურვილი და რაც მთავარია, შესანიშნავი ტაქტიკოსია.ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, განვითარება გვჭირდება.აუცილებლად უნდა დავაგროვოთ ქულების მაქსიმუმი, “რომასთან” მატჩს ძალიან ხშირად სინანულით ვიხსენებ.”

დელ პიერო : “ალეს დიდი ხანია ვიცნობ.იგი შესანიშნავი პიროვნებაა, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს გუნდის ნებისმიერ წევრთან.შესაძლო წასვლის შესახებ იგი ყველაზე ნაკლებად საუბრობს.”იუვენტუსი” – მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობს.”

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “პირლო : “პროგრესირებისთვის სტიმული გვაქვს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.