ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამაური : “ფიორენტინაში სიამოვნებით ვითამაშებ”

ალბერტო ჯილარდინო “ჯენოას” ფეხბურთელია, “ფიორენტინა” კი იტალიელი ფორვარდის შემცვლელს ეძებს.კანდიდატებს შორის იები ტურინის “იუვენტუსის” წინახაზელს, კარვალიო ამაურის განიხილავენ, რომელიც როგორც სჩანს, დიდი სიამოვნებით მოირგებდა იისფერ ფორმას : “ფიორენტინას შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდები.ფლორენცია შესანიშნავი ქალაქია და ვფიქრობ, რომ მათ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ.მინდა კიდევ ერთხელ გავნაცხადო, რომ “ჯენოას” შემოთავაზებაზე უარი არასდროს მითქვამს.რუსობლუსთან კონტაქტი მქონდა, მაგრამ მოლაპარაკებებს სერიოზული სახე არასდროს მიუღიათ.ერთადერთი კლუბი, რომელიც ნამდვილად უარით გავისტუმრე, მარსელის “ოლიმპიკია”, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული კონტრაქტის პირობები არ მაკმაყოფილებდა.ჩემი ტურინული ისტორია შარშან იანვარში დასრულდა, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ვერაფრის შეცვლა მოვახერხე.”იუვენტუსში” ბოლო ხუთი თვეა დავიკარგე და ახლა მჭირდება გუნდი, რომელშიც თამაშის საშუალება მომეცემა.”

წყარო : Football Italia

13 thoughts on “ამაური : “ფიორენტინაში სიამოვნებით ვითამაშებ”

  1. ცოდოა ტო. ნაღდათ ცოდოა. არაა მთლად უკლასო. ყოველშემთხვევაში დენისებს და ლოპესებს ბევრად ჯობია. არ უნდა იყოს ასე უგუნდოთ ((( გილოცავთ ყველას დამდეგს, ჯანმრთელობას წინსვლას და დიდ გამარჯვებებს გისურვებთ როგორც პირად ცხოვრებაში ისე ჩვენ საყვარელ კლუბთან ერთად!!!

  2. ეს რო წავიდეს ძალიან ბედნიერები ვიქნებით ჩვენც იუვეს ხელმძღვანელობაც მთელი იტალიაც და თვითონაც :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: ( არადა პირველად რო მოვიდა იუვეში ძაან გამიხარდა და მაგრადაც თამაშობდა პალერმოშიც მაგარი იყო ძაან მაგრამ მერე დაავიწყდა ფეხბურთი)

    1. ფიორეს შემოტავაზებას და ელოდება და გაფრინდება ეგრევე, მარა ფიორე არ სთავაზობს და მე ვაბშე ისიც მიკვირს ვინმე რო ამის ყიდვის სურვილს გამოტქვამს, ტიპი დამწნილებულია უკვე ვის რად უნდა, მარა იმედია გავყიდით სადმე გავუშვებთ… იქნება გამოჩნდეს ვინმე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.