ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ბორიელო, პიზარო )

დღეს რომში ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს მარკო ბორიელოსა და დევიდე პიზაროს ტრანსფერებთან დაკავშირებით.იტალიელ ფორვარდთან ყველაფერი გადაწყვეტილია, მის სანაცვლოდ მაროტა 750 000 ევროს გადაიხდის, ივნისში გამოსყიდვა კი 7.5 მილიონი ჯდება.რაც შეეხება ჩილელ ნახევარმცველს, იგი ბიანკონერებში არენდის წესით ჩაერიცხება, თუმცა ტურინელები მის სანაცვლოდ არანაირ თანხას არ გადაიხდიან.32 წლის პიზაროს ანტონიო კონტე ანდრეა პირლოს მთავარ დუბლიორად განიხილავს.ამავდროულად, მიკელე პაციენცამ შესაძლოა კარიერა “უდინეზეში” განაგრძოს.მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია მარტინ კასერესთანაც, ურუგვაელი უახლოეს დღეებში “იუვენტუსთან” გააფორმებს კონტრაქტს.

წყარო : Tuttojuve, Tuttojuve, Tuttojuve

10 thoughts on “სატრანსფერო ჭორები ( ბორიელო, პიზარო )

  1. რაც შეეხება საიანვრო ტრანსფერებს : ბორიელოს გადმოყვანას იმითაა გამოწვეული რომ მატრის კონკურენცია გაუწიოს ,,, რაც შეეხება პიზაროს ის მაროტას სურვილია, მას უყვარს იაფი საქონელი, მაგრამ აქვე აღსანიშნავია რომ ადრე პოზარო ინტერში და რომაშიც კარგად გამოიყურებოდა,,,და არაა გამორიცხული იუვეში მეროე სუნთქვა გაეხსნას ,,, კასერესის გადმოსვლა კი ჩემთვის იმის მანიშნებელია რომ ადრე თუ გვიან (ალბათ იანვარშივე) კრასიჩს გაყოდის მაროტა და კონტე რაც ძალიან მენანება

  2. მოგესალმებით და გილოცავთ ყველა იუვეს ქომაგს ახალ 20102 წელს ….. მეც დავბრუნდი აგვისტოს მერე …. ვისურვებდი რომ 2012 ყოფილიყოს სასიკეთოდ გარდამტეხი წელი იუვეს ისტორიაში მისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.