ბონუჩი: ” ჩვენი ყველას ეშინია “
ლეონარდო ბონუჩი საოცარ 2012 წელს ელოდება. იტალიელი მცველი ამჟამად დუბაიშია და გუნდთან ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონი” “მილანთან” ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ერთადერთი წაუგებელი გუნდის სტატუსსაც ირგებს: ” დღეს “იუვესი” ნებისმიერ მეტოქეს ეშინია, მომავალი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ამ თავგადასავლის მეორე ნაწილი “ლეჩესთან” შეხვედრით იწყება და მოედანზე ისეთივე მოტივირებულები უნდა გავიდეთ, როგორც პირველ დღეებში. შედეგის გათვალისწინებით, გეთანხმებით, “სკუდეტოსთვის” “იუვემ” და “მილანმა” უნდა იბრძოლონ, თუმცა არც ჩვენს კვალზე მდგარი “უდინეზე”, “ლაციო” და “ნაპოლი” უნდა დავივიწყოთ. ახლა მხოლოდ მომავალ ხუთ თვეზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ის უფრო რთული და დამღლელი იქნება, ვიდრე წინა. ვარჯიშებს დუბაიში ჩამოსვლის დღესვე შევუდექით, ეს ჩვენი კრედოა, იგივე ხდებოდა ზახულში, სამხრეთ ამერიკაში და, ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, რადგან ასეთი ტემპი დაღლილობის მოცილებაში გვეხმარება. ” -აცხადებს ბონუჩი.
ინტერს რო არავინ თვლის მეტოქედ
bevrjer vtqvi da exac vambob ro tu lechestan ise davicyet rogorc tavidan parmastan igive situaciaa exac amshin ameriakshi iyvnen exa duabishi anu tu lechesaca gavtenet da razgoni avkrifet mere vsiooo aq fsiqologiuri gancyob aaa exa mtavari meti araferi