ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” იაკინტას ტურინში დარჩენა შესაძლებელია “

Sky Sport 24 – თან საუბარში ვინჩენცო იაკინტას აგენტმა, ანდრეა დ’ამიკომ, განაცხადა, რომ მისი კლიენტის მიერ “იუვენტუსის” ამ ზამთარშივე დატოვება გადაწყვეტილი სულაც არაა. “ბიანკონერის” მე-9 ნომრის ბედს საკმაოდ ბევრ კლუბს, მათ შორის, “კალიარის” და “ლეჩეს” უკავშირებდნენ. იაკინტას აგენტმა საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:“ვინჩენცო ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს. ის “იუვენტუსის” მოთამაშეა, ჩემს კლიენტს გუნდთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევრით აკავშირებს. საბოლოო გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს, იაკინტა კი 100 პროცენტით გამოჯანმრთელებულია, რაც გასათვალისწინებელია. გუნდში საკმაოდ ბევრი მოთამაშე ირიცხება, დანამდვილებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. ყველა კითხვას პასუხი იანვრის ბოლოს გაეცემა.” -განაცხადა ანდრეა დ’ამიკომ.

წყარო: Football-Italia

12 thoughts on “აგენტი: ” იაკინტას ტურინში დარჩენა შესაძლებელია “

  1. მატრი რა ძალაა გუნდისთვის გვერდით მარჯვნივ რო პატარა ცხრილია იქ ნახეთ :chuvak: მატრი დღეს საუკეთესო თავდამსხმელია გუნდში
    :italy:

  2. დელ პიერო, კუალაირელა, ვუჩინიჩი, მატრი, ტონი, იაკინტა, ამაური, ბორიელო

    აქედან სამი წავა ამ თვეში :yes:

    ბორიელო ეხა მოვიდა და ვერ გავუშვებთ ახლავე ფაქტია

    ალეს წასვლა გამორიცხულია, ისევე როგორც ვუჩინიჩის და მატრის და კუალიარელასი. ვინც დარჩა ვიცით ყველამ :yes:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.