ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Live – ბორიელო ტურინს ეწვია

08:45 სთ ( იტალიის დროით ) : მარკო ბორიელო ტურინშია.Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი ფორნაკას კლინიკას ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.სამედიცინო ცენტრის შემდეგ ბორიელო კორსო გალილეო ფერარისზე მდებარე ტურინის “იუვენტუსის” ოფისში მივა და “ბიანკონერებთან” კონტრაქტს მოაწერს ხელს.შეგახსენებთ, რომ “რომას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონში” არენდის წესით, 500 000 ევროს სანაცვლოდ გადმოდის, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.მარკოს გამოსყიდვა ჯუზეპე მაროტას 7.5 მილიონი დაუჯდება.

მარკო ბორიელომ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ვინოვოს სამწვრთნელი ბაზისკენ გაემართა.როგორც ყოველთვის, იტალიელი ფორვარდი დღესაც ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა : ლურჯი მაისური, ცისფერი ჰალსტუხი და ქუდი.ვინოვოზე “იუვენტინო” ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს და “ლეჩესთან” დაპირისპირებისთვის მოემზადება.

წყარო : Tuttojuve

12 thoughts on “Live – ბორიელო ტურინს ეწვია

  1. ბარძალის პონტია ესეც მემგონი. ხურდით მოყვანილი იყო ისიც და დგეს მთელ სერია A ში საუკეთესო ცენტრია :D

  2. აქ ბევრი ბევრ რამეს ვერ ხვდება :)) დავიღალე ამ უაზრო კომენტარების წაკითხვით.. ვისაც ფეხბურთი ესმის პატარაზე მაინც ამროტას და კონტეს ამ სვლებს ადვიალდ გამოიცნობს თუ რაში ჭირდებათ ბორიელო და პიზარო:))

      1. კარგი იგუანები და აგუეროები მეც მინდა..მაგრამ მაროტა და კონტე უპირატესობას ანიჭებენ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებს,რადგან გამოცდილება აქვთ,რომლებიც სკუდეტოს მოპოვებაში უნდა დაგვეხმარნონ..მთავარია ლიგაზე გავიდეთ და მოვლენ კარგი ფეხბურთელები..იმიტომ იყვანენ იჯარით და ცდილობენ მიზერული თანხა გადაიხადონ:)) ეხლა რომ იგუანი მოიყვანონ შეიძლება ადაპტაცია ვერც გაიაროს,ბორიელოს კი დიდიხ ანი არდ აჭირდება..საკითხავია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იგუანის ნაირი ფეხბურთელები თუ გადმოვლენ საერთოდ.ამიტომ მივესალმები მე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.