ვუჩინიჩი : “2012 წელს გამარჯვება მსურს”
“მწყობრში ვარ, ტრავმა ბოლომდე მოვიშუშე და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველი, სათამაშო პრაქტიკის გარეშე ძალიან მიჭირს.” – ყოველთვის რთულია, უყურებდე თანაგუნდელების თამაშს და თავად ვერ ეხმარებოდე, გამონაკლისი არც მირკო ვუჩინიჩია.2011 წლის დასკვნითი გამოტოვებული მატჩები უკან დარჩა, ახლა ჩერნოგორიელი დუბაიში “იუვენტუსთან” ერთად სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.8 იანვარს “რომას” ყოფილ ფორვარდს სერია A – ში მისი პირველი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში : “ლეჩე” ჩემი მეორე სახლია.იქ 6 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე და ბედნიერი ვარ, რომ 8 იანვარს პულიეში დავბრუნდები.ძალიან ვწუხვარ, რომ “რომასთან” დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მივიღე.”
იტალიის სერია A – ს შემდეგ ტურში ბიანკონერები ლეჩეში გადიან, თავის მატჩს კი “მილანი” “ატალანტას” წინააღმდეგ ჩაატარებს : “იუვენტუსის მთავარი იარაღი გამარჯვებისადმი საოცარი სწრაფვაა.პროგრესი გვჭირდება და მუხლჩაუხრელად ვშრომობთ.როსონერის უპირატესობა ? – ალბათ იმაში, რომ ისინი იტალიის მოქმედი ჩემპიონები არიან, სხვა უპირატესობას მე პირადად ვერ ვამჩნევ”. რაც შეეხება თავად ფეხბურთელების ორთაბრძოლას, პირველ რიგში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მირკო ვუჩინიჩის დაპირისპირებაა აღსანიშნავი : “გვარებს ერთნაირი სუფიქსები აქვთ, ჩვენს შორის მსგავსება მხოლოდ ეს არის.”
მირკო საკუთარი ამბიციების შესახებ საუბრობს : “2012 წელს გამარჯვება მსურს.მჭირდება პროგრესი, როგორც ევროპელ ფეხბურთელს.როცა მწვრთნელი მაქებს, ძალიან ბედნიერი ვარ.ვალდებული ვარ უფრო მეტი გავიტანო, ჯერ მეტოქეთა კარი მხოლოდ ორჯერ ავიღე.გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ამით კმაყოფილი ვარ.”იუვენტუსი” პირველ ადგილზეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენს გაიტანს, მოედანზე 11 ფეხბურთელი თამაშობს.ყველაზე მთავარი ის არის, რომ ტურინული გრანდი სწორ გზაზე დგას.”
კუალი მაგრად მევასება , მაგრამ მირკოს დღეს იუვეში ვერავინ ვერ დასვამს სკამზე )
მირკოს ვერა მარა მატრის დასვამს თუ ჩადგება ფორმაში კუალიარელა : )
kvaliarelam odnav moumatos da zamenaze dajdeba bevri ))))
მიდი მირკო!!! ცოტა კიდევ მოუმატე და შეტევაში მრავალფეროვნება შეგვმატე
შენი იმედი მაქვს : )
გრაციე მირკო