კონტე: ” რატომ ბორიელო?.. “
ანტონიო კონტე ბორიელოს ტრანსფერზე საუბრობს. შეგახსენებთ, იტალიელი დედაქალაქური “რომადან” გადმობარგდა და ტრანსფერი ბევრისთვის ბოლო წამამდე დაუჯერებელი იყო. მიცემულ ინტერვიუში, რამდენიმე სიტყვით იტალიელი სპეციალისტი ალეგრის განცხადებასაც შეეხო…
” რა ვნახეთ ბორიელოში ისეთი, რაც “მილანმა” ვერ შეამჩნია? შესაძლოა ის, რაც პირლოში. ყოველი გადაწყვეტილება დიდი მსჯელობის ნაყოფია და მის უკან არაერთი მიზეზი იმალება. ტრანსფერის ენთუზიაზმს კლუბთან ერთად, მეც ვიზიარებდი, იმ ხალხის კი ნამდვილად არ მესმის, ვინც ერთ პოზიციაზე ფეხბურთელების ზედმეტ რაოდეობაზე სწუხს. “იუვენტუსი” დიდი კლუბია – ფეხბურთელებს კონკურენციის არ უნდა ეშინოდეთ. “
” იქნება თუ არა ტრანსფერები? სიტუაციას კარგად ავწონ-დავწონით. გვსურს კარგი ფინანსური პოლიტიკა გავატაროთ. მახსოვს, როგორ აკრიტიკებდნენ გუნდის ტრანსფერებს ზაფხულში, მაგრამ ახლა “იუვე” პირველია. ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ აქამდე ნამდვილად წარმატებულად მოვაღწიეთ. რაც შეეხება ალეგრის განცხადებას იმის შესახებ, რომ “იუვესი” არ ეშინია, ასე მხოლოდ ალეგრი ფიქრობს, ამასთან “მილანის” იმედების დასამარებას მხოლოდ “იუვენტუსი” არ ცდილობს . ”
” სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, არ დაგავიწყდეთ, შვიდი თვის წინ ახალი პროექტის შენება ნანგრევებზე დავიწყეთ, ახლა კი პირველ პოზიციას ვიყოფთ და ეს ჩვენთვის სიამაყის საგანია. მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ”
ისე 5_ში რა დროს თამაში იყო 8_ში ლეჩესთან გვაქ
იქედან როდის ბრუნდებიან უკან? თამაშის მეორე დღეს?
კანავაროს გუნდს ვეთამაშებით ხო?
ეს და ალეგრი დაჭამებენ ბოლოს ერთმანეთს
კონტეს ინტერვიუს ბოლო აბზაცი მიშას გამოსვლიდანაა
ეგააა მეც ეგ გავიფიქრეე პირველი :D = ))))))
კასერესი მოეთრევა ბოლო ბოლო იუვეშიიიიიიიიიიიიიიიი???????????????????
მეც მაგრად მაინტერესებს მოვა ალბათ, იმედი გვქონდეს მაინც რავიცი აბა
მევასება ეს კაცი რა
დღევანდელ იუვეში რო კონტე მართავს ტრანსფერებს იმაშიც კარგად გამოჩდა რო ციგლერი ეგრევე გაუშვეს კონტე როგორც კი მოვიდა
არადა რავიცი რეტო არ ჩანდა ცუდი მცველი მაგრამ რახან კონტემ მოითხოვა ვენდობი
XO VTQVI KONTES VINC UNDA IS ESEIGI GAMOGVADGEBA IMITO RO KONTES FEXBURTELIS SHEFASEBIS UNARI AQ DZAAN MAGARI RAXAN UNDA BORIELO ESEIGO ZZAN MAGARI FEXBRUTELIA