მატრი : ” ინტერის ჩამოწერა ნაადრევია ”
ალესანდრო მატრის პირველი ტურინული წელიწადი , დასასრულს მიუახლოვდა . 27 წლის ფორვარდი 2011 წლის 31 იანვარს შეუერთდა ბებერ ქალბატონს , მოკრძალებული ” კალიარიდან ” . უნდა აღინიშნოს , რომ ალემ უმოკლეს პერიოდში გაიარა ადაპტაცია და არა ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ახალი კლუბის მაისურით : ” საუკეთესო ? ვფიქრობ , ინტერთან გატანილი ერთადერთი გოლი . სამწუხაროა , რომ ბოლო პერიოდში ისეთივე დიდი შედეგიანობით აღარ გამოვირჩევი . მწვრთნელი აქცენტს გუნდურ ასპარეზობაზე აკეთებს და მასში უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა . ეს კი გატანილ გოლებზე გაცილებით მნიშვნელოვანია … “
იანვარში კლუბის ხელმძღვანელობა , გარკვეული სახის კორექტივებს შეიტანს შემადგენლობაში …
” ვფიქრობ , უკვე ეხლა ვართ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი , მაგრამ ახალი სახეების გამოჩენით , ” იუვენტუსი ” კიდევ უფრო გაძლიერდება და მიუახლოვდება დასახულ მიზანს . გუნდში ბევრი ფეხბურთელია ? შესაძლოა , მაგრამ ჩვენ შუა კვირაშიც გვიწევს , ხოლმე მატჩების ჩატარება , რაც დამატებით ენერგიას მოითხოვს . ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები , თანდათანობით იბრუნებენ ოპტიმალურ ფორმას . ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ტრავმები , ამიტომ მშვენიერია , როდესაც მწვრთნელს ვარიაციის საშუალება აქვს ” .
ფორვარდი რამდენიმე სიტყვით საჩემპიონო ბრძოლასაც შეეხო …
” ” ინტერის ” ჩამოწერა ჯერ ჯერობით ნაადრევია . დერბის შემდეგ , უკვე ნათელი გახდება მათი მიზნები . თავის მხრივ როსონერი , ცდილობს დაიცვას ჩემპიონის წოდება , მათ შემადგენლობაში არა ერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ირიცხება , რომლებმაც იციან თუ რა ხერხით უნდა მიაღწიონ წარმატებას . პირველ ადგილს ვიყოფთ მათთან , მაგრამ თუ გვსურს წარმატებული სვლა მომავალშიც გავაგრძელოთ , აუცილებელია ისეთივე შემართებით ასპარეზობა , როგორსაც გასულ თვეებში ვაჩვენებდით ” .
” რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ , უამრავი ადამიანის სურვილია , ყველაფერი გამოსწორდეს . გუნდში ბევრი მოთამაშე ირიცხება , რომლებსაც ტიტულების გემო გასინჯული აქვთ , მაგრამ უკვე დიდი ხანია არ გამოუცდიათ იგივე გრძნობა . არიან ისეთებიც , რომლებსაც ჯერ კიდევ წინ აქვთ ყველაფერი . გვსურს მალე გავიგოთ ეს ყოველივე . მწვრთნელი ამ სურვილს დღითი დღე სულ უფრო და უფრო გვიმატებს და საკუთარი პროექტის ცენტრში უჩენს ადგილს ” .
წყარო : Juventus.com
ჩამოწერილია აბა რააა მაგი
ნაგამოტოს იმედით რომ იქნება გუნდი

ინტერს მეორედაც მოუგებთ
ტატატატატა-ო მიტრამ
მიტრა მაგარი კაცია
31 თამაშში 15 გოლი, ამაზე მეტი რო შეეძლოს დელპიერო იქნებოდა

დღეს გუნდის წამყვანი ფეხბურთელია ალე
miyvars es kaci amis gashveba iqneba msoflio fexburtis yvelaze didi sisulele umagreis igrokia kidev aicyvitavs es