“კალიარის” ტონის შეძენა სურს
სარდინიული “კალიარი” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, ლუკა ტონის შეძენის სურვილს გამოთქვამს. 34 წლის იტალიელი ფორვარდი ტურინში შარშან ზამთარს გადმობარგდა. ანტონიო კონტეს გუნდში მოსვლის შემდეგ მას შანსები, ფაქტობრივად, საერთოდ არ ეძლევა, რადგან მიმდინარე სეზონში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მოედანზე არ გამოჩენილა. მარკო ბორიელოს “იუვენტუსში” ტრანსფერის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. “კალიარი” ფორვარდის ძიებაშია, ამ კლუბის პრეზიდენტი ჩელინო კი ტონის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერიდან” წასვლის მთავარი კანდიდატები ტონისთან ერთად კარვალიო ამაური და ვინჩენცო იაკინტა არიან.
წყარო: Football-Italia
რა აზრი აქ ამის იუვეში ყოფნას კონტე არანაირ შანს არ აძლევს ან იაკინტას დატოვებას
saertod rato iyides rat undodat
ar uyidiat tavisufali agentis statusit tviton movida juveshi
magrad ar minda am kacis wasvla etamashebina kontes ra tavis sityva kide aq am kacs satqmeli da ityoda shasni ro mieca kontes imito ro umaxlesi klasis forwardia asakis miuxedavad

უფასოდ მოვიდა
სამივე წაიყვანეთ და ფულს ჩვენ გადაგიხდით
ბაზარი არააა =)))))