ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“კალიარის” ტონის შეძენა სურს

სარდინიული “კალიარი” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, ლუკა ტონის შეძენის სურვილს გამოთქვამს. 34 წლის იტალიელი ფორვარდი ტურინში შარშან ზამთარს გადმობარგდა. ანტონიო კონტეს გუნდში მოსვლის შემდეგ მას შანსები, ფაქტობრივად, საერთოდ არ ეძლევა, რადგან მიმდინარე სეზონში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მოედანზე არ გამოჩენილა. მარკო ბორიელოს “იუვენტუსში” ტრანსფერის შემდეგ მისი გუნდიდან წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. “კალიარი” ფორვარდის ძიებაშია, ამ კლუბის პრეზიდენტი ჩელინო კი ტონის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ “ბიანკონერიდან” წასვლის მთავარი კანდიდატები ტონისთან ერთად კარვალიო ამაური და ვინჩენცო იაკინტა არიან.

წყარო: Football-Italia

6 thoughts on ““კალიარის” ტონის შეძენა სურს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.