ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : ” სკუდეტოსთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს ”

მანამ სანამ , ტურინელები საუდის არაბეთში გაემგზავრებოდნენ , ადგილობრივმა ჟურნალისტებმა არტურო ვიდალისგან , მცირე ინტერვიუ აიღეს …

” აპენინებზე თავს მშვენივრად ვგრძნობ . ოცნება მქონდა , რომ კარიერა სერია ა-ს ერთ ერთ ტოპ კლუბში გამეგრძელებინა და მოხარული ვარ , რომ იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ჩავირიცხე . კარგად მესმოდა , რომ ვერ ვიასპარეზებდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , მაგრამ საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის , რომ იქ მომავალ სეზონში მოვხვდეთ ” .

არტუროს სიტყვებით , ჩემპიონობისთვის მარტო ” იუვენტუსი ”  და ” მილანი ” არ იბრძოლებენ : ” ჩვენსა და ” მილანის ” შემდეგ , გამოვარჩევდი  ” ინტერს ” , ” უდინეზეს ” , ” ნაპოლის ” და ” რომას ” . შეცდომა იქნებოდა , კონცენტრაცია მარტო ” მილანზე ” რომ მოგვეხდინა ” .

რა სხვაობაა იტალიასა და გერმანიას შორის : ” აპენინებზე , განსაკუთრებულ ყურადღებას ტაქტიკურ მონახაზებს უთმობენ . გუნდები ბოლო წუთამდე იბრძვიან სასურველი შედეგის მისაღებად და ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მმატებს ” .

” იუვენტუსის ” ნახევარდაცვას ევროპაში , ერთ ერთ საუკეთესო რგოლად მიიჩნევენ : ” პირლოს და მარკიზიოს დამსახურებით , ჩვენი შუა ხაზი მართლაც გამორჩეულია . ევროპაში ვფიქრობ , მხოლოდ ” ბარსელონას ” და ” რეალს ” , იტალიაში კი უდინეზეს გამოვარჩევდი ” .

ტაქტიკაზე და გუნდის ერთიანობაზე : ” დღევანდელი ” იუვენტუსის ” მთავარი ძალა არის ერთიანობა . ჩვენ ყველანი ერთმანეთისთვის , როგორც ძმები ისე ვართ . არაჩვეულებრივი ატმოსფერო ტრიალებს გუნდში . რაც შეეხება ტაქტიკას , პირადად ჩემთვის უმთავრესია დაცვით ფუნქციებში მივიღო აქტიური მონაწილეობა , რის შემდეგაც შეტევაზეც შეიძლება კონცენტრაციის მოხდენა . 4-3-3 ტაქტიკურ მონახაზში , თავს როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ . ცოტა ბურთები გამაქვს ? ამაში საგანგაშო არაფერია . მთავარია , რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ვიმყოფებით და ჯერ ჯერობით მარცხი არ გვიწვნია . რა თქმა უნდა , სასიამოვნო იქნებოდა კიდევ რამდენიმე გოლის გატანა , მაგრამ გუნდის მიერ მიღწეული ნებისმიერი გამარჯვება , ყველაფერზე მეტად ფასობს ” .

ბორიელოზე და პისაროზე : ” მარკოს გაშლილი ხელებით შევხვდებით . კარგი იქნებოდა ასევე , თუ პისაროც შემოგვიერთდებოდა ” .

ვარგასსზე : ” არაჩვეულებრივი ფეხბურთელია . იმედი მაქვს , ნეაპოლში ბევრს მიაღწევს ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
12 years ago

კანავაროს ყოფილ კლუბს ვეთამაშებით მგონი.

Di Francesco # 1
12 years ago

NEDVEDA11..
ცხრის თხუთმეტ ცუთზე:D

NEDVEDA11..
12 years ago

დღეს იუვეს თამაში რომელზეა ჩვენი დროით?! :juvee:

12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ადრეა 20:15 ჩვენი დროით

12 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x