ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება

დღეისათვის , სატრანსფერო ბაზრის კუთხით , ბიანკონერის ბალანსი +1 ია . მარკო ბორიელო , პირველი ტრანსფერი გახდა , რომელიც კლუბმა 2012 წელს განახორციელა და სავარაუდოდ არა უკანასკნელი იანვრის თვეში , თუ გავითვალისწინებთ , რომ ჯუზეპე მაროტა აქტიურად ცდილობს დავიდე პისაროს და მარტინ კასერესის ხელში ჩაგდებას . თუმცა , ამასთან ერთად კლუბს აუცილებლად დატოვებს რამდენიმე სახე . განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ფეხბურთელების თავდასხმის ხაზში შეინიშნება  . უპირველეს ყოვლისა ტურინს დატოვებს ლუკა ტონი . ინტერესი მის მიმართ საგრძნობლად დიდია სხვადასხვა საფეხბურთო ლიგაში  , მაგრამ ბოლო ინფორმაციით მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კარიერა შესაძლოა ” სიენაში ” გააგრძელოს . თავის მხრივ ანტონიო კონტე ეცდება ტოსკანური კლუბიდან მატეა დესტრო დაიმატოს , რომელიც ამჟამად გენუის ” სამპდორიაში ” არენდის წესით ასპარეზობს . რაც შეეხება კარვალო ამაურის , მისი გზა როგორც ჩანს ფლორენციისკენ მიემართება  .

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

დესტრო იმენა მხეცია

giorgi tsotsoria
12 years ago

ეგ დესტრო რა პოზიციაზე ტამაშობს?

Gio Darja
12 years ago

მეორე ფორვარდია..

Gio Darja
12 years ago

დესტროს სანაცვლოდ ტონის გაშვება მართლა იდეალური ვარიანტი იქნება, მატიას დესტრო იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება..თუ ფიორენტინამ ფლორო ფლორესი ვერ დაიმატა იქნებ ამაურიზე არ თქვას უარი, რამდენი ფეხბურთელი გვყავს ტყუილად რაა :no

P.S – ბორიელომ 69 ნომერი აიღო..

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x