პიზარომ “რომას” ვარჯიში უნებართვოდ დატოვა და ჩილეში გაფრინდა
დედაქალაქური “რომას” ნახევარმცველმა, დევიდე პიზარომ დღევანდელი ვარჯიში ლუის ენრიკეს ნებართვის გარეშე დატოვა.მიუხედავათ მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის მოთხოვნისა, ჩილელი ფეხბურთელი სავარჯიშო ბაზაზე არ დაბრუნდა და მიზეზად ოჯახში შექმნილი სერიოზული პრობლემა დაასახელა.იტალიური პრესის ინფორმაციით, პიზაროს ამგვარი საქციელი ჯილიაროსის ხელმძღვანელობის ერთგვარი პროვოცირება იყო, რათა რომაელები ბიანკონერების შემოთავაზებას დათანხდმენ და მოთამაშეს კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელების უფლება მისცეს : “დევიდემ უკვე მოუბოდიშა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს, სამწვრთნელი ბაზის უნებართვოდ დატოვების ერთადერთი მიზეზი ოჯახში შექმნილი სერიოზული პრობლემაა.საბედნიეროდ, კლუბმა პიზაროს მოთხოვნები დააკმაყოფილა და ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.ფეხბურთელი ახლა ჩილეში მიემგზავრება.”
ტრანსფერი იქით იყოს და ბიჭებო თუ იცით კონტრაქტი (loan-ში) პასკუატოზე როგორაა?
იუვე-ლეჩე რო იქნება შეეძლება მოედანზე გამოსვლა?
არა ეგეთი პუნქტი არ აქვს კონტრაქტში, პასკუატო ითამაშებს იუვესთან..
მარონე 21 წლისაა, ჯერ ყველაფერი წინ აქვს, მარკიზიოს მართლა მაგრად ჰგავს, საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და სწორედ ამიტომ თამაშობს დამაჯერებლად, შარშან კონტე წვრთნიდა სიენაში და ანტონიოს დიდი სიმპათიები აქვს მის მიმართ, სწორედ ამიტომ დაიტოვა წელს გუნდში და არენდით არ გაუშვა..თასზე მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, სერია A – ში ძირითადისთვის ჯერ გამოუცდელია, თან სამი ძირითადის კაცის შემდეგ პაციენცა და ეხლა უკვე ვისაც დაიმატებენ ის იქნება რიგში
magrad gamexardeba es kaci iuveshi burtis dacherashi imena mamaa