ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესის ტრანსფერი “ლეჩესთან” მატჩის შემდეგ განხორციელდება

ბოლო დღეებია ჭორებმა მარტინ კასერესის ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერის შესახებ იკლო, თუმცა, სინამდვილეში მოლაპარაკებები იტალიურ და ესპანურ გუნდებს შორის დასასრულს უახლოვდება.საქმე იმაშია, რომ ურუგვაელის მიმართ ინტერესს “ნაპოლი” და “ინტერიც” იჩენენ, რის გამოც “სევილიას” წარმომადგენლებმა კასერესის ფასის აწევა გადაწყვიტეს, რამაც ბუნებრივია, ჯუზეპე მაროტას გეგმებს ხელი შეუშალა.Tuttosport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერებს თავად ფეხბურთელთან კონტრაქტის უკლებლივ ყველა დეტალი მოგვარებული აქვთ, ანდალუსიელებთან ხელშეკრულების გაფორმება კი სულ მალე, “ლეჩესთან” დაპირისპირების დასრულების შემდეგ იგეგმება. უახლოეს 7 დღეში მარტინ კასერესი ბიანკონერების წევრი გახდება, ტრანსფერის დასრულებას მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებაღა აკლია. 8-9 იანვარს ჯუზეპე მაროტა “სევილიას” წარმომადგენლებს დაუკავშირდება და მათთან ყველანაირ დეტალს მოაგვარებს. ამავე წყაროს მტკიცებით, ურუგვაელი გუნდს არენდის წესით 2 მილიონად შეუერთდება, მისი გამოსყიდვა კი ტურინელებს 8 მილიონამდე დაუჯდებათ.

წყარო : Tuttojuve

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.