კონტე: ” ეს უბრალოდ მოთელვა იყო “
ანტონიო კონტემ რამდენიმე სიტყვით გუშინ მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ალ ჰილალი” ამხანაგურ შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით 1-7 დაამარცხა და ამით საემიროებში ტურნეს წერტილი დაუსვა: ” ეს უბრალო მოთელვა იყო. მეტოქეებმა მოედანზე ძირითადად სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები გამოიყვანეს. პირადად მე, ძირითად შემადგენლობასთან პაექრობას ვარჩევდი, თუმცა ისევ ფეხბურთსა და სამუშაოზე გადართვის კუთხით, მაინც სასარგებლო შეხვედრა იყო. მომეწონა, როგორ ვკითხულობდით მატჩს. ფეხბურთელებმა მხოლოდ 45 წუთი ითამაშეს, მაგრამ მომეწონა თუ როგორ ადაპტირდნენ საკუთარ უჩვეულო როლებზე, მაგალითად ესტიგარიბია მარცხენა მცველის ადგილზე, პეპე კი მოედნის ცენტრში. დაუღალავად ვმუშაობდით და დასახული პროგრამა შევასრულეთ. შედეგად სიყვარულსა და დაფასებასაც მეტს ვგრძნობთ. სტადიონზე ფანებმა ის სიმღერებიც შეასრულეს, რომლებიც იტალიაში გვესმის ხოლმე. ისინი გვარწმუნებენ, რომ “იუვე” მთელ მსოფლიოში უყვართ. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ ყოველ მატჩში, მომავალი კვირიდან დაწყებული, მაქსიმუმი გავიღოთ.” -აცხადებს კონტე.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კონტე კრასიჩსა და ელიას შანსები მიე რა ვინაა ეს ტო :!:
ხო და კიდე არავის ეგონოს ლეჩესთან იოლად გასეირნება
1) იმიტო რო გასვლაზე ვთამაშობთ
2)იმიტო რო ლეჩეს ქულები ჭირდება მაგრად სერია ბ რო არ გაირტყას
3)ამ პაუზების შემდეგ შეილება იუვე ისეთივე მაგარ ფორმაში ვერ იყოს.
ფავორიტები რა თქმა უნდა იუვეა და თუ ისე ითამაშებენ როგორც საჭიროა 3 ქულას ავიღებთ.
XO IANVARI TEBERVALI TU GADAVLAXET MERE VSIO CHEMPIONEBI VART
ლეჩესთან ფეხი არ წაიტეხონ ეხლა , იანვარი თებერვალი მაშინებს
იანვარი თებერვალი მეც მაშინებს((( მაგრამ კონკრეტულად ლეჩე არ მაშინებს : ))
ფუი ეშმაკს:twisted:, მაგრამ ეგ ლეჩე იყო შარშან, ჩვენ კუბოს ერთი ლურსმანი რომ დაუმატა, მაგრამ ეხლა სხვა დროა…
ეს ლეცე არაფრის მაქნისი არ არის.. ცალსახად ყველაზე სუსტი გუნდია სერია A-ში.. ერთი გუარდადო ფართხალებს მაგრამ მარტო რას იზავს