ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “უახლოეს დღეებში კრასიჩი მაროტას შეხვდება”

ევროპულ გრანდებს შორის მილოშ კრასიჩისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სერბის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება.Calciomercato.com – თან საუბარში ფეხბურთელის აგენტი, დეიან იოკსიმოვიჩი კრასიჩის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს : “მილოშს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ უახლოეს დღეებში ჯუზეპე მაროტასთან შეხვედრას აპირებს.მას სურს დაუბრუნდეს ოპტიმალურ ფორმას, თუმცა ამისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო.რომელიმე გუნდში არენდით გაშვების ვარიანტიც არ იქნებოდა ურიგო.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრასიჩის მიმართ ინტერესს ბევრი გუნდი იჩენს, მაგალითად “ინტერი”, “ტოტენჰემი”, “ჩელსი” და “ფენერბაჰჩე”, გვაქვს შემოთავაზებები რუსული კლუბებიდანაც.ნახევარმცველს რუსეთში დაბრუნება არ სურს, თუმცა სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მასზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.ჩემი აზრით, კრასიჩმა უნდა დატოვოს “იუვენტუსი”, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს საათებში.”

წყარო : Football Italia

11 thoughts on “აგენტი : “უახლოეს დღეებში კრასიჩი მაროტას შეხვდება”

  1. მოუსვას ტოტენჰემში არენდით, დაგლიჯავს პრემიერ ლიგის ქარაფშუტა ფეხბურთს დაედება ფასი და გაყიდიან მოგებით. მეტი გამოსავალი არაა კონეტ არ ათამაშებს ამას :roll:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.