ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენცია
ანტონიო კოტნეს სჯერა, მისი გუნდი მცირე შესვენების შემდეგ მთელი შემართებით გავა მოედანზე და ფორმაში ჩადგომასაც უმალ მოახერხებს. შავ-თეთრები ხვალ “ლეჩეს” დაუპირისპირდებიან და “ენიო ტარდინიზე” სამი ქულისთვის იბრძოლებენ. გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესკონფერენციას…
” როცა ჩემპიონატის განახლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ხშირად ფარული საფრთხე არსებობს ხოლმე. უკან პოზიტიური თექვსმეტმატჩიანი სერია მოგვყვება, მაგრამ მას შემდეგ გვაიძულეს, შესვენება აგვეღო. კითხვის ნიშნებს სწორედ ეს ბადებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გუნდმა კარგი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და ფსიქოლოგიური კუთხით სწორად განეწყო – ამაში დარწმუნებული ვარ. “
” ვიცით, რომ დავუპირისპირდებით გუნდს, რომლის ღირსებასაც მაღალი დონის ფეხბურთელები, მაგალითად, მურიელი, დი მიკელე, ოლივერა, ჯიაკომაცი, გუარდადო და სხვები იცავენ. ჯერჯერობი “ლეჩე” მოლოდინს ვერ ამართლებს, თუმცა ეს ამ გუნდს ქულების აღების წადილს უძლიერებს. რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ ეს “იუვენტუსია” და ჩვენ არავისი არ უნდა გვეშინოდეს. “
” მომავალი ექვსი თვე წინაზე რთული იქნება, რადგან აქამდე ჩვენი მეტოქეები ძლიერი “იუვეს” ნახვას არ ელოდნენ, ახლა კი მზად დაგვხვდებიან. “
” მთავარი ამოცანა გულშემატკივართა თვალში ღირსების დაბრუნება იყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, თუ რა სითბო ვიგრძენით დუბაიში, შეიძლება ითქვას, ეს მიზანი მიღწეულია. ახლა აუცილებელია გუნდმა ამ სტატუს ქვოს შენარჩუნებაა. “
” ბორიელო? მარკო ალტერნატივებს გვიზრდის, მაგრამ აქამდე გუნდის მენტალიტეტსა და სათამაშო სისტემასთან შეგუება უნდა მოახერხოს. ძირითადი შემადგენლობისაკენ გზის გასაკვალად დიდი შრომის გაღება მოუწევს. “
” რაც შეეხება იმას, რომ მატრის ჯერ მხოლოდ ექვსჯერ აქვს მეტოქეთა კარი აღებული, მთავარი გატანილი გოლების რაოდენობა კი არა ის სარგებელია, რაც ფეხბურთელს გუნდისთვის მოაქვს. მარტივი არაა დიდი გუნდის მაისურით ორციფრიანი რაოდენობის გოლის გატანა შეძლო. ალესანდრო ბევრს მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას შეძლებს. ფეხბურთი შეიცვალა. ადრე ცენტრალური ფორვარდები მეტოქის საჯარიმოში ელოდნენ ბურთს, ახლა კი კარგმა ფორვარდმა შეტევასთან ერთად გუნდის დაცვაზეც უნდა იფიქროს. როცა ლეო მესი ბურთს კარგავს, მის დასაბრუნებლად პირველი ბრძოლას სწორედ ის იწყებს ხოლმე. “
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
LASHAJUVENTINO

არაა პრობლემა
კალაიო და დესტრი კიდე შეაგდება 1-2_ს
1juve
რაღაც ეს 3-0 არ მაკმაყოფილებს ნეტა კიდე გაუჭედონ
აუ დესტრო ძალიან მაგარი რა კარგად თამაშობს ტო
დავიმატოთ რა მაგარი იქნება.. 
კონტე თავის სახლში ჩადის და არამგონია გაანადგუროს ლეჩე


სიენასავით მოვუგებთ მარტივად
აუ დესტრო და ჯოვინკო მოიყვანონ და ევროპის საუკეEსო თავდასხმა დადგება
მირკო მატრი კვალი დესტრო ჯოვინკო
მესამეც !!!! არა ერთ ერთი ფავორიტია როგორც ნაპოლი რა
აუ დესტრო რა მხეცია
ტოტის და დელპიეროს მემკვიდრეა ნაკრებში

იქნება კონტემ იჩალიჩოს მაგაზე დელპიეროსღირსეული შემცვლელი იქნება
ნაკრებში მქონდა რამოდენიმე თამაში ნანახი და მხეცია კლუბში უვარესი ყოფილა
მოკლედ ლიგაზე რო გავალთ დესტო დაგვჭიდება
ლაციომ 2 გოლი აითვისა
იმედია 3 ქულას ავიღებთ
ჭორებს ნუ ავრცელებთ, ომენტარები წაიშლება. ჯერ არცერთ ნორმალურ წყაროს არ დაუწერია ამგვარი რამ…
_shakson_ მაქ წერია რო უკვე ვიყიდეთ? მემგონი ვარაუდია უბრალოდ ჯერ ერთი ბარძალი კიელინის დუეტი იშლება მერე მეორე კიელინის თამაშით კმაყოფილია მესამე ეს სამი კაც ერთმანეთს ძან მაღალ დონეზე ავსებენ ჯორჯოს სრული თავისუფლება აქ დაცვაში და ხშირაა ორივე პოზიციაზე ფაქტიურად მთელ დაცვას აკონტროლებს და ამის ასე უცებ დაშლა ნაკლებად სავარაუდოა მოკლედ ეს თუ ვიყიდეთ, ჯერ მაინც მიეცემა სანსი დეჩელიეს და თუ ვერ გაამართლა მერე ისევ ჯორჯო და მერე ტრამვა ან რაღაცა თუ იქნეა მარტო მაგ შემთხვევაში მიეცემა ამას შანსი მარცხენა მცველად დადგომაში ცენტრში რო უშანსოდაა მაგიც ვიცით და თავის პოზიციაზე მთელი ურუგვაი რო ჩამოიყვანოს ლიხშტაიერს მაინც ვერ ამაოაგდებს მე ასე მგონია… Read more »
გილოცავთ კასარესი ვიყიდეთ! 1 ლიმონი არენდისთვის და 8 ლიმონი გამოსყიდვის.
va fulis magivrad limons tu vazlevdit ar megona.1 limoni arendistvis da 8 limoni gamosyidvistvis

:D

მე მჯერა კონტესი და მწამს რომ გულის სიღრმეში სერია ა-ს მოგება აქვს ამოჭრილი რადგან შეუძლია ამ კონტიგენტით სკუდეტოზე ფიქრი და იბრძვის კიდევაც მთავარია გზა გააგრძელონ და ფეხბურთელებმაც ბოლო ტურის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლონ და სკუდეტო ჩვენ დაგვრჩება მადლობა ღმერთს რომ ამ სეზონში ტრავმები არ გვაწუხებენ.