ფანკლუბი სამი წლისაა!
ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფანკლუბი სამი წლისაა. სამი წლის წინ “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა მეგობარი იუვენტინოების შეძენის მიზნით მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ქართული ფანკლუბის შექმნა განიზრახეს…
სამი წლის წინ “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა მეგობარი იუვენტინოების შეძენის მიზნით მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ქართული ფანკლუბის შექმნა განიზრახეს. ამ სამი წლის მანძილზე საოცრად გაიზარდა ქომაგთა ქართული საძმო, შეიქმნა საფეხბურთო გუნდი და დაიწყო მნიშვნელოვანი თამაშების ერთად ყურების ორგანიზებაც. მრავალჯერ შეიცვალა ვებ-გვერდის დიზაინი, მაგრამ ის ჩვენი ინტერნეტ-ბრაუზერების სწრაფი ძიების წიგნაკებში მუდამ სათანადო ადგილს იკავებდა, იყო გულშემატკივრების მუდმივი შეკრების ადგილი და მყუდრო სახლი, უფრო მეტი ვიდრე ვირტუალური სამყარო. ამ დროის მანძილზე ბებერ ქალბატონს არაფერი მოუგია, თუმცა ენთუზიასტები ისევ გვერდში ედგნენ ჩვენს საიტს და უზრუნველყოფდნენ ჩვენს ლიდერობას სპორტულ ინტერნეტ სივრცეში,ლიდერობას ინფორმაციის მოწოდების სისწრაფითა და, რაც მთავარია, მოძმე ქართული თუ უცხოური პორტალებისგან განსხვავებით, მისი სიზუსტით. ახლა, როცა ჩვენი გუნდი იბრუნებს კუთვნილს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალსა თუ რედაქტორს გაწეული უანგარო შრომისათვის მაშინაც კი, როცა შიშველი ენთუზიაზმის ძალით პირადი მდგომარეობის მიუხედავად, არასდროს ივიწყებდა ჩვენს საიტს და ეწეოდა “იუვენტუსის”, ანუ თავდადების, “იუვენტუსის”, ანუ ერთგულების, “იუვენტუსის, ანუ ღირსების პროპაგანდას. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ყოველდღიურ მრავალრიცხოვან სტუმრებს მთელი საქართველოს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ არასოდეს გატყუებთ, არ დაივიწყოთ, სწორედ თქვენ და ჩვენ ვართ “იუვე”. ForzaJuve.Ge -ს ადმინისტრაცია.
Gilocavt yvelas Chem tavsac :D dro movaa isev gabrwyindebaaa juve… Da es droo upro axlos aris vidre tqven ggoniat…… genacvaleet yvelas ::*:*:*:*

გილოცავთ ყველას :))
ucoz-დან აქ ვარ და მახსოვს 8-10 კაცი შემოდიოდა საიტზე და ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომ დღეს ეს საიტი იუვენტუსის ქართული ფანკლუბის საიტია :)) წარმატებები ჩვენ და ჩვენს იუვენტუსს!
http://www.youtube.com/watch?v=AxxBYDPdPEs მილანელებიც გვილოცავენ

ე პრინცი რა ჩუვაკი ტიპია : D შენ უნდა ნახო მაიკლ ჯექსონს როგორ ცეკვავს : DD
პრინცი კიარა პრინცესაა ისეთი ხმქა აქ
ნაპოლი-იუვე იყო აქ რო დავრეგისტრირდი და 3-0 წავაგეთ კავანის დიდი ხელშეწყობით. მგონი 9 იანვარი იყო თუ 12 ზუსტად არ მახსოვს
გილოცავთ ძმებო. 3 წლის შEმდეგ ლიგა და 2 სკუდეტო აღგვენიშნოს.( საიტზე ახალი ვარ მაგრამ იუვეს 2003 წლიდან ვქომაგობ) ;)
გილოცავთ და და სულ იუვეს წარმატებები მოგველოცოს ერთმანეთისთვის
და დიდი მადლობა ადმინს და ავტორებს რო შრომობენ!!! თქვენ გაიხარეთ ძმებოო!

გილოცავთ ჯიგრებო, იუვენტუსის წარმატებას გისურვებთ..