ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფანკლუბი სამი წლისაა!

ტურინის “იუვენტუსის” ქართული ფანკლუბი სამი წლისაა. სამი წლის წინ “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა მეგობარი იუვენტინოების შეძენის მიზნით მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ქართული ფანკლუბის შექმნა განიზრახეს…

სამი წლის წინ “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა მეგობარი იუვენტინოების შეძენის მიზნით მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ქართული ფანკლუბის შექმნა განიზრახეს. ამ სამი წლის მანძილზე საოცრად გაიზარდა ქომაგთა ქართული საძმო, შეიქმნა საფეხბურთო გუნდი და დაიწყო მნიშვნელოვანი თამაშების ერთად ყურების ორგანიზებაც. მრავალჯერ შეიცვალა ვებ-გვერდის დიზაინი, მაგრამ ის ჩვენი ინტერნეტ-ბრაუზერების სწრაფი ძიების წიგნაკებში მუდამ სათანადო ადგილს იკავებდა, იყო გულშემატკივრების მუდმივი შეკრების ადგილი და მყუდრო სახლი, უფრო მეტი ვიდრე ვირტუალური სამყარო. ამ დროის მანძილზე ბებერ ქალბატონს არაფერი მოუგია, თუმცა ენთუზიასტები ისევ გვერდში ედგნენ ჩვენს საიტს და უზრუნველყოფდნენ ჩვენს ლიდერობას სპორტულ ინტერნეტ სივრცეში,ლიდერობას ინფორმაციის მოწოდების სისწრაფითა და, რაც მთავარია, მოძმე ქართული თუ უცხოური პორტალებისგან განსხვავებით, მისი სიზუსტით. ახლა, როცა ჩვენი გუნდი იბრუნებს კუთვნილს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მწერალსა თუ რედაქტორს გაწეული უანგარო შრომისათვის მაშინაც კი, როცა შიშველი ენთუზიაზმის ძალით პირადი მდგომარეობის მიუხედავად, არასდროს ივიწყებდა ჩვენს საიტს და ეწეოდა “იუვენტუსის”, ანუ თავდადების, “იუვენტუსის”, ანუ ერთგულების, “იუვენტუსის, ანუ ღირსების პროპაგანდას. და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ყოველდღიურ მრავალრიცხოვან სტუმრებს მთელი საქართველოს და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ არასოდეს გატყუებთ, არ დაივიწყოთ, სწორედ თქვენ და ჩვენ ვართ “იუვე”. ForzaJuve.Ge -ს ადმინისტრაცია.

38 thoughts on “ფანკლუბი სამი წლისაა!

  1. გილოცავთ ხალხო, კარგ საქმეს აკეთებთ და პრინციპში ყველა წევრსაც გილოცავთ. ჯერ კიდევ ucoz-ის დროც მახსოვს, მაშინ ეკდალზე დავწერე სტატია, ახალი გადმოსული იყო, სიახლეების ხარისხიც და ოპერატიულობაც მშვენიერია, ასე რომ Best Wishes :>

  2. მადლობა ყველას )

    ერთ კომენტარს გამოვეხმაურები , რომ ორი კვირის შემდეგ შეიძლება ნიუსი დაიდოსო ) ერთი შემთხვევა გამახსენეთ , როცა მნიშვნელოვანი სიახლე მაქსიმუმ 3-4 საათიანი დაგვიანებით დადებულიყოს ჩვენთან ) მე პირადად არ მახსენდება ) პლიუს ამასთან ხარისხსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ) ყველას რომ მიეცეს სიახლის დადების უფლება , დიდი აჯაფსანდალი იქნება და გაკონტროლება წარმოუდგენლად რთული ) თუმცა მთავარი არის ის რომ ბევრი იუვენტინო გავაერთიანეთ საიტზე და ადმინისტრაცია მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი კომოფორტი შევქმნათ საიტზე . კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას , უკლებლივ ყველას , რომ ხართ ჩვენი ვებ გვერდის აქტიური თუ არა აქტიური მომხარებლები :forza:

  3. სპასიბა ყველას ვისაც საიტის არსებობაში წვლილი შეაქვს, გილოცავთ იუბილეს და მალე ტიტულები მომელოცოს …

  4. იუბილარები ვყოფილვართ :) პირველრიგში ადმინისტრაციას ვულოცავ და მადლობა ვეტყვი… მერე ყველა მომხმარებელს გილოცავთ… სეზონის ბოლოს სკუდეტო მომელოცოს ;)

  5. გილოცავთ : ) ამ საიტმა გამიადვილმა იუვეს ისტორიაში საშინელი წლების გადატანა : )

    იმედია ამ წლიდან დაიწყება იუვეს გრამდებში დაბრუნება და ტიტულების მოგება : )

    წარმატებები იუვემტუსსს.

    და კონტეეეს :)

  6. ყველას გილოცავთ!
    ჩემთვის ეს საიტი, ისევე როგორც ბევრი ქართველი იუვენტინოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ამ საიტზე უკვე ზუსტად ორი წელი ვარ
    და მინდა გისურვოთ რომ ჩვენმა საყვარელმა გუნდმა ყოველთვის გვახაროს :forza:

  7. “სამი წლის წინ “იუვენტუსის” ქართველმა ქომაგებმა მეგობარი იუვენტინოები მოისაკლისეს ” – მოისაკლისეს რა შუაშია???:) ვერ მივხვდი

  8. მაგას არაქ მნისშვნელობა ვინ საიდან იგებს ჯუვეზე ახალ ინფორმაციას მთავარია ჩვენი გუნდი გვიყვარს და ვინც რაიმე ახალს გაიგებს აქ იწერება და რა მნისშვნელობა აქ ის რუსული თუ ინგლისური საიტიდან იქნება ეს საიტი მე მაგალიტად მაგრად მომწონს მაგრამ არის დიდი მინუსებიც შეიძლება რაიმე ახალი ამბავი 2 კვირის შემდეგ დაიდოს რაც ძალიან ცუდია მაშინ ყველას უნდა გვქონდეს სათანადო სტატუსი რომ ყველამ შედზლოს ახალია ამბავის მოძიება რომ შემდეგ აქ გამოაქვეყნოს რას იტყვით კარგი აზრია:))))))) ფორზა ჯუვენტუს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.