ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლეჩე” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ლეჩესთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს..

ბუფონი 6.5 – უსაქმოდ ნამდვილად არ დარჩენილა, თუმცა ის, რომ ჯიჯისა და ბენასის სათამაშო კლასს შორის დიდი განსხვავებაა, საბოლოო შედეგიც ადასტურებს.იგერიებს ოლივეირას ძალიან სახიფათო დარტყმას.

ლიხტშტაინერი 6 – მშვიდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

ბარძალი 6.5 – დაცვის ხაზის ლიდერი.შესანიშნავად ასპარეზობს დი მიკელეს წინააღმდეგ და რიგ ეპიზოდებში “ლეჩეს” სწრაფ კონტრშეტევებს უსვამს წერტილს.

ბონუჩი 5.5 – საკმაოდ ბევრი გრძელი გადაცემა გააკეთა, მათი უმრავლესობა არაზუსტად.დაცვაში შედარებით თავდაჯერებულია.

კიელინი 5 – რისკავს და ხშირ შემთხვევაში კუადრადოსთან ბრძოლაში მარცხდება.იღებს გაფრთხილებას, რის გამოც “კალიარისთან” დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.

ვიდალი 5 – ოლივეირასთან კონფლიქტის გამო იღებს ყვითელ ბარათს.შეცდომებს უშვებს პასებში, შედარებით ნაკლებად ანხორციელებს პრესინგს.

პირლო 5 – უბრალოდ გასაკვირია : არაზუსტი პასები, შეცდომები, ანდრეას ასეთ თამაშს არავინ ელოდა.ამის ერთადერთ მიზეზად ზამთრის არდადეგები შეიძლება დასახელდეს.

მარონე ( 87 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

მარკიზიო 5.5 – პასიურია.მატჩის დებიუტში ჯაკომაცისთან დუელი გაუჭირდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

პეპე 5 – გაცეცხლებული ეკამათება კონტეს.დასაწყისში 30 მეტრიდან კარის მიმართულებით ურტყამს.

დე ჩელიე ( 85 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

კვალიარელა – შეფასების გარეშე : არ გაუმართლა, მატჩის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

მატრი ( 32 – ე წუთიდან ) 6 – შემოდის შეცვლაზე და გააქვს გოლი.მიწურულში დუბლის გაფორმებაც შეეძლო.

ვუჩინიჩი 5.5 – მშობლიურ სტადიონზე უნდა გაებრწყინა, თუმცა უფრო დაღლილად გამოიყურებოდა.

კონტე 5.5 – თვალს უსწორებს რეალობას და მაქსიმალურად ცდილობს სამი ქულის მოპოვებას.

წყარო : La Stampa

23 thoughts on ““ლეჩე” 0-1 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. Darja
    რაც ანრის ეკადრება ისეთი შეაგდო :lool: მარცხენა კრაიზე საჯარიმოში, მოტეხა მცველი და მარჯვენა ფეხით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში აჭრა ბურთი და აუღებელი გამოუვიდა
    მემგონი სრული მიმოხილვა იყო გოლის, ფაქტიურად ნანახი გაქ უკვე :lool:

  2. რაზე შემატყვე რო დელპიერო არ ვიცი ვინაა? :lool:
    კონტემაც არ იცის? რო არ ათამაშებს?
    დელპიერო უდიდესი ფეხბურთელია მარა, ანრიც რო დარჩენილიყო ჩვენთან, არავიზე ნაკლები არ იქნებოდა
    და საერთოდ ეს სიტყვებზე გამოკიდება რაარი? კაცმა გოლი შეაგდო და როგორც ერთერთმა გულშემატკივარმა პატივისცემა გამოვხატე მის მიმართ, და ეს შენთვის იუვეს უპატივცემულობაა?

  3. მოკლედ უნდა დააკონკრეტი 700 სიტყვით რას წერ თუარას შენ როგორც გინდა ისე გებულბ :lool:
    ანრისნაირი ფეხბურთელი სანატრელია ნებისმიერი გუნდისთვის და დელპიეროს უპატივცემულობა სად დაინახე ამაში?
    ხო სეიძლება ერთერთი მიზეზი მაგიცაა დაბრუნების მარა კაცი სახლში დაბრუნდა და მიიღეს როგორც ეკუთვნოდა

  4. david_david

    ჟერვინიო და შამახი აფრიკის თასზე მიდიან და იმ დანაკლისის შესავსებათ დაიმატა ვენგერმა არენდით, პირველი თამაში იყო დღეს და შეაგდო..მაგარი კაცია ნაღდად

    1juve

    შენ დელ პიერო არ იცი გეტყობა ვინ არის.. :blin: მასეთი რას ნიშნავს, ალე 37 წლისაა და ევროპულ ფეხბურთში დაფრინავს, ანრი 34 წლისაა ამერიკაში წავიდა სათამაშოდ, უმაღლესი კლასია ანრი მაგრამ ალესანდრო სხვა ფენომენია, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი გულშემატკივარ ( აი ეგრე რო ლაპარაკობენ როგორც შენ ) ნაკლებ აფასებს

  5. შეფასებებს ვეთანხმები, ნახევარდაცვამ ძალიან სუსტი თამაში ჩაატარა და ეგ იყო იუვენტუსის უსუსური მატჩის მთავარი მიზეზი, რაც მთავარია კლასის ხარჯზე მოვიგეთ, სამი ქულა მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო..მატრის რომ არ გაეტანა შეიძლება სხვას გაეტანა შეუტევდნენ მე ასე ვფიქრობ, კარგია ალეს გოლი ფსიქოლოგიურად დაეხმარება ძალიან..

    მოკლედ კალიარის უნდა გადავუაროთ საშინაო კედლებში :juvee:

  6. მემგონი სერიოზული არაფერი არ იქნებოდა, ის კარგად კი დაარტყა მარა ცდებოდა კარს მეკარეს რო გაეშვა, მეორეჯერაც დაარტყა
    მოკლედ ყველამ სუსტად ითამაშა მეტნაკლებად მარა მაინც მოვიგეთ, რაც ძან კაია, ერთის მხრი, უკეთესი იქნება თუ ასე არ ვითამაშებდ და ისე მოვიგებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.