საფეხბურთო ექსპერტი, ფაბრიციო ფერერო ტურინის “იუვენტუსზე” საუბრობს
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ფაბრიციო ფერერომ Tuttojuve – თან საუბარში ტურინის “იუვენტუსზე” ისაუბრა : “ფეხბურთი შეიცვალა, დელ პიეროს, ძანეტისა და მალდინის მსგავსი ფეხბურთელები ცოტანი დარჩნენ.ფეხბურთელები – ისინი პროფესიონალები არიან და არა მებრძოლები.ორი წლის წინ ბორიელომ “რომა” აირჩია, რადგან დედაქალაქური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, “იუვენტუსი” კი ევროპის ლიგაზე.მითუმეტეს, ბიანკონერების ძირითად შემადგენლობაში მას გარანტირებული ადგილი ნამდვილად არ ექნებოდა.რამდენიმე წლის წინ ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრების აზრი გაითვალიწინა და ნერიაძურიდან დეიან სტანკოვიჩი არ შეიძინა, რომელიც ზედმეტი ტურინული გრანდისთვის არ იქნებოდა.შეხედეთ იბრაჰიმოვიჩს, შვედმა რომელ გუნდშიც ითამაშა, ყველგან ტიტულებს მოუყარა თავი, ახლა “მილანთან” ერთად იგებს და როსონერის ტიფოზები სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ რამდენიმე წლის წინ ზლატანი მოსისხლე მტერის, “ინტერის” ღირსებას იცავდა.დრომ ყველაფერი შეცვალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიანკონერების ფანების ბორიელოსადმი უარყოფითად განწყობა არასწორია.”
“ანტონიო კონტეს ალესანდრო მატრის შემცვლელი სჭირდება, სწორედ ამ ფუნქციით მოვიდა ბორიელო “იუვენტუსში”.კვალიარელა, დელ პიერო და ვუჩინიჩი სრულიად სხვა ხასიათის მოთამაშეები არიან.მარკო ჯუზეპე მაროტამ არენდის წესით დაიმატა, მას აქვს შესაძლებლობა შეაფასოს ფეხბურთელის ტალანტი, მისი სათამაშო დადებითი თუ უარყოფით მხარეები და სურვილისამებრ გამოისყიდოს იგი.ჩემი აზრით, “იუვეს” ხელმძღვანელობამ სწორი სვლა განახორციელა.”
“ყველასთვის ცნობილია, რომ ტონი, იაკინტა და ამაური კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედიან.ამ უკანასკნელს მრავალი შემოთავაზება ჰქონდა და შეეძლო, კარიერა სხვა კლუბში გაეგრძელებინა, თუმცა უარი განაცხადა.რაც შეეხება ვინჩენცოს, იგი დიდი შესაძლებლობების მქონე ფორვარდია, მაგრამ ხშირად ტრავმიანობს.გუნდი ნდობას გამოუცხადებდა მას და თამაშის შანსსაც მისცემდა, მაგრამ ტრავმის მოშუშებას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დრო, “იუვენტუსისთვის” ბევრს ნიშნავს.ტონი ? – მისი დრო უბრალოდ წავიდა.შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი, ეს ფეხბურთელი ცენტრალური ფორვარდის მსოფლიო ეტალონია.”
ა.დელპიერო სუუუუპერ
იდეა მართალია ზოგადად, ფეხბურთელია და მისი პროფესიაა ეს და არჩევანის უფლება ყველას აქვს… მაგრამ ზლატანის და ბორიელოს შედარება სრული სისულელეა… აბა ზლატანი ეყიდა იუვეს თუ ატეხავდნენ ფანები ამ ამბავს, მიუხედავად იმისა, რომ გვიღალატა მათი აზრით და ჩვენს მერე ინტერში წავიდა და ეხლა მილანშია… პანიკას ატეხავდნენ კიარა ერთ ადგილს დაუკოცნიდნენ მაროტას ზლატანი რომ ეყიდა… თუმცა რაღაც მომენტში მაინც ვერ ვამტყუნებ იმ ხალხს, იმიტომ რომ ბორიელო არ მიმაჩნია იმ ფეხბურთელად, ვისაც უფლება ქონდა ნებისმიერი დონის და ფორმაციის იუვეზე უარი ეთქვა… და ზლატანთან შედარება სრული სისულელეა მარკოსი. იბრაგიმოვიჩი მარტო მიათრევს მილანს და რომ არა იბრა, მილანი დღეს არ იქნებოდა ეს მილანი.და რასაც ზლატანი… Read more »
borielo ise ar moyavt rogorc ibra milanshia getanxmebi ibra miatrevs mtel milans ibra ro ar yavdes milans exa 5 shic ar iqnebodnen borielo kide ise ar moyavt rogorc ibra milanshia anu marto magaze tamashois awyobas aravin apirebs juveshi rogorc milanshi aketeben ibraze es modis matris shemcvlelad
xo roma ori wlis win ligaze tamashobda mara exa evropis liga enatrebat chempionta
ligaze laparaki zedmetia
ar sheileba martla eseti qmedeba martali tqva am kacma ibra intershi tamashobda mara milanshi arcertxel moucyviat eseti raxac . xo tqva borielom tviton ro milanma arendaze tqva uario ra magis bralia romeli naxxdi juventino s myavs uari ro etqva da juves tifozebs aseti reaqcia qonoda.
ვაცადოთ და თუ არ გაამათლა როგორც მობორიალდა ისე წაბორიალდება
იაკინტა მაგრად გვევასება მე და ამას:P
ამაზეა ნათქვამი ბაბი ბაბი მე ტოკ მოდელი უნდა გამოვიდეოო

კარგი რა რომა აირჩიაო რა რომა აირჩია ათიათასჯერ ახსნა ამანაც და სხვამაც რომა არ ამირჩევია მილანმა არენდა ისურვაო
ისედაც ჩემპიონთა ლიგა რა ჯანდაბად უნდოდა ბორიელოს რომელი ევროპისთვის უნდა გაეცნო თავი ამ მართლა თავკომბალას. ძალიან სისულელეა რო რომა ლიგის გამო აირჩია.
მე არ მჯერა ამ ბორიელოსი იმედია ვცდები
100 % )) ყველაფერში ვეთანხმები, განსაკუთრებით ბორიელოზე როცა საუბრობს
ვეტანხმები ამ კაცს, ვინაა არ ვიცი მარა
, რაც თქვა 100%_ით სიმართლეა


ტონი ? შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი, ეს ფეხბურთელი ცენტრალური ფორვარდის მსოფლიო ეტალონია.”