ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : გაბრიელ აპელტმა “იუვენტუსთან” პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

მარკო ბორიელოს პრეზენტაციის შემდეგ, ტურინის “იუვენტუსთან” ოფიციალური კონტრაქტი გაბრიელ აპელტმა გააფორმა.1993 წელს დაბადებული ცენტრალური ნახევარმცველი უკვე 18 წლისაა და უფლება აქვს სერია A – ს ოფიციალურ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა.ბრაზილიელ ფეხბურთელს მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ბიანკონერების ყოფილ ფეხბურთელს, ემერსონსაც კი ადარებენ ( პუმა ).

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ და გილერმე აპელტები ტურინულ გრანდში გასულ ზაფხულს, ბრაზილიური “რეზენდედან” გადმოვიდნენ.გაბრიელის უფროსი ძმა, 1992 წელს დაბადებული გილერმე ( ნახევარმცველი/ფორვარდი ) ამჟამად “ალესანდრიასთან” ერთად ვარჯიშობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეზონის მეორე ნაწილს სწორედ ამ გუნდში არენდის წესით ჩაატარებს.

წყარო : Tuttojuve

8 thoughts on “ოფიციალურად : გაბრიელ აპელტმა “იუვენტუსთან” პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

    1. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა ; )
      იქნება ისე ითამაშოს ყველას აჯობოს პირლოდან დაწყებული ვიდალით დამთავრებული )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.