ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ამაურის ტრანსფერის საკითხი 48 საათში გადაწყდება

ჯერ კიდევ “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ამაურის “ფიორენტინაში” ტრანსფერის საკითხი მომავალ 48 საათში უნდა გადაწყდეს. ფლორენციული კლუბის ხელმძღვანელობამ “ბიანკონერის” მისამართით შეთავაზება უკვე გააკეთა, ახლა ყველაფერი კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული. იტალო–ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ამ საკითხზე TMW – თან ინტერვიუში ისაუბრა:“ჩემი უფლებათა პაკეტით “რომა” და “ფიორენტინა” ინტერესდებიან. განსხვავება ისაა, რომ ფლორენციელები ამ ეტაპზე მეტ აქტიურობას იჩენენ. მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ყველაფერი მომავალ ორ დღეში გაირკვევა. პრობლემას ჩემი კონტრაქტი არ წარმოადგენს, მთავარია გუნდებმა მიაღწიონ შეთანხმებას.” – განაცხადა ამაურიმ.

წყარო: Football-Italia

27 thoughts on “ამაურის ტრანსფერის საკითხი 48 საათში გადაწყდება

  1. წავიდეს რა ეს ამაური , იმდენი იწერება ამის წასვლაზე , გუნდი არ დარჩა ეს რომ არ შეტენონ , გადავიდეს და იქნებ სკამის ხეხვას თავი დაანებოს

  2. ikajuve1011

    მე პირადად ოსვალდოსადმი სიმპათიები ნაღდად მაქვს, შემდგარი ფორვარდია, გოლის გატანაც შეუძლია და ზუსტი პასის მიცემაც, იქ მსაჯმა სერიოზული მაკრატელა გაუუქმა მართლა შემეცოდა..იტალიის ნაკრებშიც შეუძლია სარგებლის მოტანა, მითუმეტეს კონკურენციას ზრდის

    1. ხოო მთელი რომი მოიწყენს :lool: ისე ერთხელ ადამიანურად შემეცოდა.. მსაჯმა მაკრატელა რო გაუუქმა ))

  3. ეგეც ლამელას დუბლი, მართლა ძალიან მაგარი იყიდა რომამ :loool: უბრალოდ მარტო ვერ თამაშობს კალჩოში, კოპა იტალიაზე შედარებით გადახალისებული შემადგენლობები ჰყავთ გუნდებს :lool:

    1. ხოო სერიაში ჯერ ერთი გაიტანა : )..
      თუმცა შეტევების ლამის მთავარ სულის ჩამდგმელად იქცა უკვე

  4. ikajuve1011

    აზრზე არ ვარ იტალიის თასზე მასპინძელ გუნდს როგორ არჩევენ, მაგრამ ფაქტია 1/8 და 1/4 ფინალს ორივეს ახალ არენაზე ვთამაშობთ..

    1. :up:
      ლამელამ მეორე გაიტანა.. აუ რა მაგარი ჩუვაკია ვგიჟდებიიი!!! იტალიელების მერე არგენტინელები მევასება ყველაზე მაგრად

  5. d a v i d

    არა გასვლა არ გვექნება, მარტო სახლში იქნება 24 ან 25 იანვარს..

    ikajuve1011

    ფაქტია ფიორენტინა რომაზე მეტად “სასურველი” მეტოქეა, მაგრამ რომაელების გახეხვა მინდა რომში დაკარგული ორი ქულა ცუდად მახსოვს :loool: მოიგებს ჯილიაროსი სავარაუდოდ და აიღებს ტურინის ბილეთებს :chuvak:

  6. გახსნილი თამაშია დარჯა.. ორივე უტევს.. ლამელამ გახსნა ანგარიში.. მარა ფიორეც აქტიურია

  7. ikajuve1011

    ჰოო ? ორივე ძალიან მაგარი ტალანტები არიან, რომელი უტევს ისე მანდ ?

    რომა – ფიორენტინადან გამარჯვებული იტალიის თასის 1/4 ფინალში ჩვენ შეგვხვდება ტურინში 24 ან 25 იანვარს..

  8. ეს ფიორენტინაში გაიგიჯებს თავს რო იუვეს დაანახოს როგორი ფეხბურთელია :lool: ბორიელოს არ იყოს ლომივით იბრძოლებს :lool: :lool: :lool:

  9. აქ რა მოსატანია და ეხლა რომა-ფიორეს ვუყურებ.. აქეთ იოვეტიჩი რას თამაშობს და იქით ლამელა ხაზავს.. ჯერ პატარები არიან და უკვე კოჭებში ეტყობათ კლასი და ოსტატობა..
    სად პოულობენ ესეთ ტალანტებს ფიორეს ნაირი გუნდებიი
    :boli:
    (იზვინით ოფ-ტოპიკის დარღვევისთვის ))

    1. მთავარი ადმინი, რომელიც მაგ საკითხითაა დაკავებული მუშაობს და სკაიპში ძალიან იშვიათადაა. მაგრამ ხშირად ამოწმებს მეილს forzajuve.ge@gmail.com . მეილზე დაუკავშირდი და შეგეხმიანება აუცილებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.