ბარძალი კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ტურინის “იუვენტუსის” ხელძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ანდრეა ბარძალისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. იტალიელი მცველი ტურინულ გრანდში შარშან გადმობარგდა. შეგახსენებთ, რომ მის ტრანსფერში “ბიანკონერიმ” 500 ათასი ევრო გადაიხადა. დღესდღეობით ბარძალის კონტრაქტი გუნდთან 2013 წლის ივნისამდე აკავშირებს, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას კი სურს 30 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს და “ბიანკონერის” მე–15 ნომრის ბედი “იუვენტუსს” 2014 ან 2015 წლამდე დაუკავშიროს. Tuttosport – ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ახალი პირობების თაობაზე ბარძალის მისამართით შეთავაზება უკვე გააკეთა.
წყარო: Football-Italia
ყველაზე მაგარი ტრანსფერი:) მონტეროს დონის ცენტრი. სულ მევასებოდა
ვაა 30 წლის ყოფილა
მცველისთვის ნორმალური ასაკია.. ერთი სამი წელი მინიმუმ შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში!!! 
არაა ძაან მაგარი მცველიაა ტოო 30 წლისაა მარა არაუშავს მაგარ ფორმაშიც არის და მაგარ გუნდშიც არის 2015 წლმადე შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს.
ყველაზე საიმედო ფეხბურთელი გუნდში, პირლოსგანაც არ გამიკვირდება შეცდომა, არც კიელინისგან, არც ჯიჯისგან (წელს, ისე ყველა დროის საუკეთესოა)და ბარძალის შეუცდომას მე პირადად გამოვრიცხავ ამ სეზონში:love:


ეს მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა მაშინაც არ ყოფილა ასე მაგარ ფორმაში.
AESAA SCORI STRANSFERO POLITIKA GADAVIXADET NAXEVARI MILIONI DA ITALAISHI ERTERTI SAUKETESO MCVELI DAVITRIET. BARZAAAAAAAL

უი ბარჯალი 30 წლის ყოპილა მე 34თის მეგონაა კარგიააა ეს კაციიი მაგრად გაამართლაააა ისე ასე რომ გაამართლოს ბორიელომ კაი კი იქნებოდააა