ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსი” ავირჩიე”

2012 წლის პირველი საშინაო მატჩი ახლოვდება.კვირას Juventus Stadium – ზე ბიანკონერები “კალიარის” უმასპინძლებენ.Sky Sport – თან საუბარში იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ანდრეა ბარძალი მოახლოვებულ შეხვედრაზე საუბრობს : “საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ, კარგი თამაში ვაჩვენოთ.მაღალი ტემპი ურიგო არ იქნებოდა.ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს მაღალი დონის გუნდი, რომელიც მოტივირებულია და გამარჯვებისთვის იბრძვის.იბარბო ? – იგი სარდინიული კლუბის შემადგენლობაში გამორჩეული ფიგურაა, თუმცა “კალიარის” მხოლოდ იბარბო არ წარმოადგენს.დუელი “მილანსა” და “იუვეს” შორის ? – ამ თემაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია.სკუდეტოსთვის “ინტერი”, “უდინეზე” და “ლაციოც” იბრძვიან.მატჩიდან მატჩამდე ჩვენს მიზნებს ვაფასებთ.მუხლჩაუხრელად ვშრომობთ და კარგად გვესმის, რომ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.ჩემი არჩევანი ? – დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ამ გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.ნებისმიერ მატჩსა და ვარჯიშზე მაქსიმალურად ვიხარჯები, რადგან მიღებული შანსი გამოვიყენო.”

წყარო : Juventus.com

5 thoughts on “ბარძალი : “ბედნიერი ვარ, რომ “იუვენტუსი” ავირჩიე”

    1. ხო მარა ბარძალი უკეთეს ფორმაშია კიელინზე და ბევრ სხვაზეც დღევანდელ დღეს. ასე რომ მეც ძალიან მიხარია ესეთი მცველი რო დავითრიეთ მითუმეტეს იტალიელია. :forza: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.