ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მთავარი წაუგებელი სერია არაა “

ანტონიო კონტე “კალიარისთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პირველ კომენტარებს აკეთებს. შეგახსენებთ, დღეს “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე სარდინიულ კლუბთან ქულები გაიყო…

ძალიან კარგად დავიწყეთ, ამის შემდეგაც მეორე გოლის გასატანად წავედით წინ, არაერთი მომენტიც შევქმენით სხვაობის გასაზრდელად. მაგრამ კონკრეტულ მომენტებში მეტად ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ და ყველანაირი ინტრიგა თავიდანვე მოვკლათ. სამწუხაროდ გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავუშვით, ამის შემდეგ კი იყო მომენტები, რომლებისგანაც მეტი უნდა მიგვეღო. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფეხბურთელებს გაწეული სამუშაოს გამო ვერ ვუსაყვედურებ. დე ჩელიემ კარგი მატჩი ჩაატარა, დელ პიერომ და კრასიჩმა კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

დღევანდელი, მე-18 წაუგებელი მატჩი “იუვენტუსისათვის” სარეკორდო იყო: ” ვიცი, რომ წაუგებელ სერიას ვინარჩუნებთ. ეს ჩვენ მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე მეტყველებს, მაგრამ რეკორდების დამყარებას მირჩევნია, რაიმე მნიშვნელოვანის მოგება მოვახერხო. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერება, მაგრამ ამ ფრის აღნიშვნას კი ნამდვილად არ ვაპირებ. როგორც უკვე თვითონაც მივხვდით, “სერია ა” -ში ადვილი მატჩი არ არსებობს, “ლეჩე” გაიხსენეთ, დღეს ფლორენციაში გამარჯვება იზეიმეს. ვიცით, ჯერაც ძალიან ბევრია სამუშაო.”‘

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; tuttosport

72 thoughts on “კონტე: ” მთავარი წაუგებელი სერია არაა “

  1. MAFIOZ
    ყოველთვის ყველა გუნდი ერთდროულად კი არ ყიდის თამაშს
    აი მაგალითად უდინეზემ წააგო იუვემ ვერ მოიგო და მილანმა შესაძლოა მაგიტომაც არ მოიგო ნუ ამას 100% დანამდვილებით ვერ ვიტყვი
    ცხრილში სიტუაცია თითქმის იგივენაირად დარჩა

    1. ასეთ უპრინციპულეს თამაშებში გამორიცხულია გუნდი რამე მახინაციაზე წავიდეს,მითუმეტეს მილანი.

  2. MAFIOZ

    მე არ ვამბობ 18 ტურიდან 16 ტოტალიზატორზე ითამაშა გუნდმა თქო, უბრალოდ ტოტალიზატორი – ადამიანთა ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი დამაქცევარია, რომელშიც შეუძლებელია ვინმე გამარჯვებული გამოვიდეს, სწორედ ეგაა, ზოგჯერ გუნდები, რომლებზეც ტოტალიზატორში მოთამაშეების 80 % დებენ, თამაშებს ტეხავენ, იტალიაში კი ყველაზე მეტად შეიმჩნევა ეს “ტრადიცია”..გუნდმა შეიძლება მიაყაროს მოგებები ან წაგებები, მერე მოულოდნელად შეცვალოს, იუვენტუსი კალიარის ბევრი არ იფიქრებდა ფრეს დამიჯერე, მითუმეტეს სახლში თამაშობდა იუვე და მთავარი კონკურენტი, მილანი დერბიში მონაწილეობდა..

    შიგადაშიგ იუვეს თამაშებში შეიმჩნევა თამაშების გატეხვა, ხან იუვე გატეხავს, ხან მილანი, ხან ინტერი, ხან ჯენოა და ეგაა ძმაო ტოტალიზატორი..აბა რატო არსებობს ამდენი მსხვილი კომპანია რომლებიც ტოტალიზატორებით მდიდრებიან, ბეთქლიქი მაგალითად..

    1. კიბატონო მე კი არ გამორიცხავ მაგასაც,პროსტა სიმართლე მწარეა და როცა არ იცი რეალურად კიდევ უფრო გიჭირს აღიარება.

      ჰო და კიდე იმაზე თუ რატომ არსებობენ ეს მსხვილი კომპანიები, არაა აუცილებელი მანდამაინც გუნდის მოსყიდვა,რა გარანტირებული ხარ რომ გუნდ იმაზე მეტს არ გადაუხდი რამდენიც მოგება შეიძლება არც გქონდეს,თან 100% არაფერია ფეხბურთსი მითუმეტეს ვერ იტყი რო ესა და ეს მოიგებს ამ თამაშს, ასეთ თამაშებზე მდიდრდებიან ზუსტად ტოტალიზატორები თან სუფთა მოგება აქვთ,ისე რომ არავის არ უხდიან ფულს.

  3. MAFIOZ
    ვიცი რომ ძალიან არა სასიამოვნოა გაყიდულ მატჩებზე როა ლაპარაკი რახან იუვემ ვერ მოიგო და მილანმა და კიდევ იმდენჯერ მოხდა ეგ წელს მაგრამ გამორიცხული არაფერია და დანამდვილებით ნამდვილად არავინ ვიცით რა ხდება

  4. ტური 3, იუვენტუსი 1-1 ბოლონია; მილანი 1-1 უდინეზე

    ტური 4, კატანია 1-1 იუვენტუსი; კალიარი 1-1 უდინეზე,

    ტური 6, კიევო 0-0 იუვენტუსი; ატალანტა 0-0 უდინეზე;

    ტური 18, იუვენტუსი 1-1 კალიარი; ჯენოა 3-2 უდინეზე; მილანი 0-1 ინტერი

    გასაკვირია, მაგრამ გუნდები, რომლებიც 18 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში იმყოფებიან, თითქმის ერთიდაიგივე ტურებში აგორებენ ფრეებს, 1 % ეჭვი მაინც არ შეიძლება გაჩნდეს ? მილანის თამაშები არ მინახავს ))

    1. კი ბრატ 1 კი არა 5 იყოს ვთქვათ,მაგრამ ეს 5% საფუძველს იძლევა რო თქვა სიტყვები “ცხადზე ცხადია ტოტალიზატორზე თამაშობსო”?

  5. რავიცი ყველას თავის აზრი აქ და მე მაინც არ მჯერა რო ეს თამაში ძალით არ მოიგეს
    არც ის არ მჯერა რო დელპიერო იმისთვის გამოვიდა მოედანზე რო გოლი არუნდა შეეგდო და არც იმისი რო ჯიჯიმ ძალით გაუშვა ის გოლი ან დაგეგმილი ქონდა მის კარში გოლი
    :italy:

  6. ბიჭო რა განსხვავებას ხედავ მაგაში ამიხსენი რა კაცურად. რო ტეხავ დებილი ხო არ ხარ მართლა ტო თუ რამე მოგება არ ნახე. თან არც მეორეხარისხოვანი ჩემპიონატია რო რამე დაიმალოს.

  7. აუ ბიჭო არ ვამბობ თამაშის გაყიდვებს ტოო ან კუშებს არ აკვირდებით, ან დროდადრო გუნდი ტეხავს იმას არ აკვირდებით, მარტო ტელევიზორს რთავთ და ბურთის გორავს უყურებთ ? ფეხბურთი ბიზნესია დღეს და ეგ ფაქტია, თამაშის გაყიდვას არანაირად არ ნიშნავს, თამაშის გაყიდვისთვის დაისაჯნენ უკვე გუნდები, გატეხვას ვგულისხმობ მე..

  8. დარჯა სხვა ვარიანტს რატომ გამორიცხავ? ასეა უკვე 4 წელია და შენი ლოგიკით სეზონში მინიმუმ 20 თამაში გაყიდული გვაქ.

  9. სერია A-ს მატჩების გამიზნულად გატეხვაზე საუბრები ცოტა არასერიოზული მგონია..

    დანარჩენებს თავი დავანებოთ – მართლა ფიქრობთ რომ ამდენი ხნის ნატანჟი იუვენტუსი რომელიც მეშვიდე ადგილს ვერ ცდება.. უცბად ადგება და არხეინად გაყიდის თამაშებს??

    რავიცი მე არ მჯერა ესეთი რაღაცეების, უზბეკეთში და ნიკარაგუაში კი ბატონო :lool: მაგრამ იტალიაში?? სადაც ლამის ყველაფერი შუქდება და თითქმის ყველამ ყველაფერი იცის?? თითქმის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს ამ ჩემპიონატს

  10. MAFIOZ
    ე არ დაგწყვიტეს გული და დაუდეს პენალტი :chuvak:
    ვინც ტოტალიზატორს თამაშობს 1.3 კუშს ნაკლებად იღებს თან მე ვინც ვნახე ყველა გატეხვას ელოდა და უფრო ორიანსაც მოკლედ ბევრი იქსორები იწერებოდა
    მილანზე არ ვიცი რა მოხდა ვერ ვუყურე, ისე ყველას ორივეს ჰატანა ეწერა, და მეც მაგან გამისხა იუვესთან ერთად :chuvak:

  11. აუ მე რას ვამბობ ტოტალიზატორზე და თქვენ რას მპასუხობთ ტო :lool: :lool: :lool:

    იუვენტუსის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეგაა, პატარა გუნდებთან ქულების კარგვა, რამდენს მივეცით უკვე 2 ქულა, კალიარის, ბოლონიას, კიევოს, კატანიას..მილანმა იუვესთანაც წააგო და ინტერთანაც, მაგრამ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატია ისევ, იმიტომ რომ სუსტ გუნდებთან არ კარგავს ქულებს, ეგ იგებს იტალიაში ჩემპიონატს და არა გრანდების დამარცხება..ნუ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც რა თქმა უნდა

  12. არამგონია რა ტოტალიზატორზე თამაში დასჭირდეთ იუეს და მილანს, აი პატარა გუნდები ვიცი რო უეჭველი აკეთებენ ამას ლიჟბი ფული გაჩითონ :lool:

  13. MAFIOZ
    xo es tamashi ro ver moego faqtiurad reali chempioni iqneboda, 7 qulis amomqachi ar iqneboda barsa
    Darja
    იუვესთან ყველას დიდი კუში აქ, რავიცი მე მაინც არ მგონია რო ტოტალიზატორი ითამაშეს, მე მგონია რო ზედმეტმა თვითდაჯერებულობამ გვიქნა რაც გვიქნა:D
    და ერთიმხრივ კაია ეს ფრეც მერე უფრო სერიოზულად მიუდგებიან ასეთ თამაშებს
    :italy:

  14. Darja
    იტალიაზე უარესი კიდე საფრანგეთია მაგ ამბავში
    აუ დღეს რა ბილეთს მოვიგებდი რო ჩამედოო ნერვები დამაწყდა დღეს ჯერ ამაზე და მერე იუვეზე

  15. ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით იტალიის ჩემპიონატი ტოტალიზატორზე თამაშობს, ეს ცხადზე ცხადია ტო ყველა იუვენტუსზე დებდა დღეს და გატეხა, იუვემ რომ გატეხა ყველა მილანზე წავიდა მილანმაც გატეხა..

    კაცურად ვინც მილანის თამაშს თავიდან ბოლომდე უყურეთ როსონერის თავდამსხმას უფრო მეტი არ შეუძლია ? 100 % – ით უტევდნენ ეგენი ინტერის კარს ? ჩემი აზრით არა ძმაო, 90 წუთზე გათამაშება დაიწყეს ნესტამ და ტიაგო სილვამ ცენტრში, ინტერმა იბრძოლა კი ბატონო, მაგრამ მილანმა ტოტალიზატორზე გატეხა თამაში..ისევე როგორც იუვემ და უდინეზემ, მერამდენედ ხდება ეგეთი იტალიაში უკვე ვინც თვალს ადევნებთ დამეთანხმებით..

    უმეტესობას მილანის მოგება ედო, ძალიან ბევრს კიდე უგოლი ფრე, მაგრამ ერთი გაიტანეს მარტო, ტოტალიზატორია ეგ ყველაფერი ბიჭებო, ძალიან ბევრი დამეთანხმებით

    1juve

    იუვე ყველა თამაშს რომ მოიგებდა იმაში ტოტალიზატორი არანაირ შუაში არაა, თამაშის გატეხვებზე და დიდ კუშებზე მუშაობს ტოტალიზატორი..

    1. როგორ მიკვირდა ის პენალი რო არ დაუდეს ინიესტას,მაგრამ რათ გინდა მერე გაუგდეს საერთოდ ტიპი :lool: ესპანეთში მსაჯობაა ნუ იტყვი რა :blin:

  16. რაღა წინ წასვლა გინდა? მეცინება უბრალოდ რო ვკითხულობ, ცხრილი მაინც ნახეთ, ევროპაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი ვართ ამაზე მეტს ვერ ვიოცნებებდით სეზონის წინ
    აბა რა გინდათ 5 თვის გუნდმა ყველა თამაში მოიუგოს? მილანს და ინტერს ხო მოვუგეთ? ხოდა შიდაგაშიგ ფრეები უნდა მოვითმინოთ ჩვენ კიარა 5 თითივით იციან ბარსას ფეხბურთელებმა ერთმანეთი და იგერ ბეტისს ვერ უგებენ სახლში, ვაცადოთ და ნელნელა ლიგაც მოვა
    ეს ტოტალიზატორზე ლაპარაკი კიდე მოუგებელი თამაშის მერე არასერიოზული მგონია
    ტოტალიზატორი რო არ ერეოდეს ფეხბურთში იუვე ყველა თამაშს მოიგებდა?

  17. d a v i d
    შენი აზრით დღეს რო ინტერმა მოიგო და იუვემ არა გადაგვასწრებენ :lool: :lool: :lool: რაც სან სიროზე გაუჩალიჩეთ უარეს დავმართებთ ჩვენ სტადიონზე :lool:

  18. valo juve

    ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ვუჩინიჩის და მატრის ეგეთი განადგურება არაა ჩემი აზრით სწორი, მირკო პირადად ჩემთვის მაღალი დონის ფეხბურთელია ძალია, ტიპი ორმაგ სამუშაოს ასრულებს დღევანდელ თამაშს თუ უყურე დაცვაში იყო ძალიან ბევრჯერ, მატრი გუნდურ ფეხბურთს თამაშობს კონტეს სქემაში, თუმცა მართალი ხარ, უმაღლესი კლასის ფორვარდი დაგვამშვენებდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.