ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გროსო “ნოვარაში” ?!

ტურინის “იუვენტუსის” 34 წლის იტალიელი მარცხენა მცველი ფაბიო გროსო “ბებერი ქალბატონს” სავარაუდოს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს დატოვებს. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გროსოს შეძენა იტალიურ “ლეჩეს” სურდა და მოლაპარაკებების წამოწყებასაც კი აპირებდა, მაგრამ დღეს იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფაბიო გროსო კარიერას “სერია A-ს” ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში, “ნოვარაში” განაგრძობს. 34 წლის ფეხბურთელი შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში გახდეს “ნოვარას” წევრი. მისი სატრანსფერო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

წყარო:tuttomercatoweb

3 thoughts on “გროსო “ნოვარაში” ?!

  1. ეს ფეხბურთელი მეც ძალიან მიყვარს.. და სულ რო ხუთი ავტოგოლი გაიტანოს და მერე ინტერში გადავიდეს მაინც არ დაკარგავს ჩემს პატივისცემას :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.